"ტერორისტმა იმ დროს ესროლა, როცა ღონისძიებიდან გამოდიოდნენ" - ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს
ვაშინგტონის ცენტრში, ებრაული მუზეუმის მახლობლად მოკლეს ისრაელის საელჩოს თანამშრომლები, იარონ ლიშინსკი და სარა მილგრიმი. თავდასხმა ადგილობრივი დროით 21 მაისის საღამოს ცხრა საათისთვის მოხდა. ეჭვმიტანილი დაკავებულია.
საელჩოს ინფორმაციით, შეიარაღებულმა თავდამსხმელმა წყვილს ახლო მანძილიდან ესროლა. ისრაელის ელჩის, იეხიელ ლეიტერის თქმით, მოკლული თანამშრომლები მალე დაქორწინებას აპირებდნენ. წაიკითხეთ ვრცლად