ტრაგიკული სტატისტიკა საქართველოში - 2025 წლის 3 თვეში ავტოავარიებს 112 ადამიანი ემსხვერპლა, 1763 დაშავდა - კვირის პალიტრა

ტრაგიკული სტატისტიკა საქართველოში - 2025 წლის 3 თვეში ავტოავარიებს 112 ადამიანი ემსხვერპლა, 1763 დაშავდა

წელს, 1-ელ კვარტალში საერთო ჯამში ქვეყნის მასშტაბით 15 731 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკური მონაცემიდან ჩანს, აქედან 14 371 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე მოდის, ხოლო 1 360 სისხლის სამართლის კოდექსზე.

შედეგად, წელს 3 თვეში დაიღუპა 112 ადამიანი, ხოლო 1 763 დაშავდა. ამავე სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი დაღუპული, 33% - 61 წლის და მეტი ასაკის ადამიანზე მოდის, 29% 26-დან 40 წლამდე, ხოლო 20.5% 41-დან 60 წლამდე.

შსს-ის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 61% - თბილისში მოხდა. ასევე, ლეტალური შედეგითაც დედაქალაქი "ლიდერობს".

უფრო კონკრეტულად, 3 თვეში როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ჯამურად ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

თბილისი - 9 634 შემთხვევა, დაიღუპა 28;

აჭარა - 1448 შემთხვევა, დაიღუპა 10;

იმერეთი - 1069 შემთხვევა, დაიღუპა 25;

განაგრძე კითხვა