"800 მეტრი იფრინა, გადარჩენის შანსი არ იყო... ძმამ საკუთარი თვალით უყურა ამ ყველაფერს... ივნისის ბოლოს პირველ შვილს ელოდებოდა" - რას ჰყვებიან ტრაგიკულად დაღუპული ნიკო ფალიანის მეგობრები?
გუშინ, 22 მაისის დილას, უშბაზე ექსპედიციის დროს ტრაგიკულად დაიღუპა 29 წლის მესტიელი ალპინისტი, მოთხილამურე და საერთაშორისო კატეგორიის სამთო გიდი ნიკოლოზ ფალიანი. მომხდარზე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია:
სვანეთში, უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა 4 ადამიანი, რომელთაგან ერთ-ერთი სიმაღლიდან გადავარდა. უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა 3600 მეტრის სიმაღლეზე, სამაშველო ღონისძიების ფარგლებში 3 ადამიანი უვნებლად აიყვანეს ვერტმფრენში, ნახეს გარდაცვლილიც. ცხედარი მესტიაში გადაასვენეს.AMBEBI.GE ნიკოს მეგობრებსა და კოლეგებს ესაუბრა.
ლაშა ფირცხელანი:
"ნიკო იდეალური მეგობარი იყო, რთულია ჩემთვის საუბარი... გუშინ მასთან ერთად არ ვყოფილვარ, წინა კვირაში ვიყავი იმავე მარშრუტზე. მთაში ხდება ხოლმე ასეთი შემთხვევები, არავინაა ამისგან დაზღვეული... ნიკო მთამსვლელი იყო და საერთაშორისო კატეგორიის სამთო გიდი, მოთხილამურე, ოქრო ბიჭი და უმაღლესი ადამიანი. ლაშა მალე 30-ის გახდებოდა, მას 5 და-ძმა ჰყავს (მასზე უმცროსები) და ყველას პატრონობდა. ნიკო ძალიან გამოცდილი იყო, თუმცა დაზღვეული არავინ ვართ, მთაში, მწვერვალებზე დიდი რისკია და როცა მივდივართ, იმასაც ვფიქრობთ, რომ შეიძლება უკან ვერ დავბრუნდეთ. ნიკოს „რედბულის“ - საერთაშორისო ბრენდის წარმომადგენლები ჰყავდა, მათი ეგიდით სარეკლამო რგოლს იღებდნენ, რისთვისაც უშბიდან უნდა დაშვებულიყვნენ. ნიკო და 3 სტუმარი უშბაზე იყვნენ ასული, ნიკოს ძმა და ოპერატორების ჯგუფი კი - საბაზო ბანაკში. უბედური შემთხვევა უშბის კალთებზე (ასეთი მარშრუტია - კოკინი, უშბის უნაგირის უძახიან და იქიდან დაშვების დროს) მოხდა, რთული მონაკვეთია. ნიკო 15 წელია, ამ სპორტშია, იცოდა ენები, ერთად გავიარეთ სამთო გიდების სკოლა. როგორც მეგობარი, იდეალური იყო, მეგობარზე მეტი... ნიკო ივნისის ბოლოს ბიჭს ელოდებოდა, პირველ შვილს.
შაკო მარგიანი:
"მე და ნიკო ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, მეგობრები და კოლეგები ვართ საქართველოს სამთო გიდების ასოციაციაში. როგორც გავიგეთ, ყინულის ნატეხზე წამოედო თხილამური, რამაც ნიკოს კონტროლი დააკარგვინა...