იპოვე შენთვის ყველაზე ოპტიმალური სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტი mobineX-ის ახალი ფუნქციონალის დახმარებით
მოგზაურობის დაგეგმვა საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს, რადგან არაერთი წვრილ-წვრილი დეტალია გასათვალისწინებელი. ინტერნეტ პაკეტის შერჩევაც ამ პროცესის ნაწილია. როგორც წესი, ვამოწმებთ სხვადასხვა მობილური ოპერატორის შეთავაზებებს, ვადარებთ ტარიფებს, ვცდილობთ გავარკვიოთ, ვრცელდება, თუ არა სერვისი იმ ქვეყანაში, სადაც გაფრენას ვაპირებთ. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია დღეების რაოდენობაც. ეს, ერთი შეხედვით, პატარა მოკვლევა არცთუ მცირე დროს მოითხოვს. mobineX-ის ახალი ფუნქციონალის დახმარებით ყველაფერი საგრძნობლად გაგიმარტივდება.
როგორ დაგეხმარება AI ასისტენტი მოგზაურობის დაგეგმვაში
ქართული მობილური ოპერატორი mobineX-ი აბონენტებს მათთვის შესაფერისი ინტერნეტ პაკეტის ასარჩევად AI ასისტენტის დახმარებას სთავაზობს. ამ ინოვაციური მოდელის საშუალებით გაცილებით მოკლე დროში, მარტივად შეძლებ შენს საჭიროებებზე მორგებული ინტერნეტ პაკეტის პოვნას.
იმის მიხედვით, ფიზიკური SIM ბარათის შეძენა გინდა, თუ ელექტრონულის, AI-ზე დაფუძნებული ასისტენტი შესაბამის ალტერნატივებს შემოგთავაზებს. შენ მხოლოდ უთითებ ქვეყანას ან ქვეყნებს, სადაც მიემგზავრები, დღეების რაოდენობას, რა პერიოდითაც აპირებ საზღვარგარეთ დარჩენას და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ასისტენტი საუკეთესო ღირებულების შეთავაზებებს გიჩვენებს. ვარიანტები ფასის მიხედვით იქნება დალაგებული, რაც გადაწყვეტილების მიღებას გაგიმარტივებს.
mobineX-ის სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტები
mobineX-ი აბონენტებს SIM და eSIM სამოგზაურო ინტერნეტის პაკეტებს სთავაზობს.
ინტერნეტით სარგებლობა მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერ ქვეყანაშია შესაძლებელი, ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც არის 5G სიხშირე, mobineX-ის სერვისიც ამ სიხშირეზე იჭერს. ხელმისაწვდომია 3, 7, 14, 15 30-დღიანი ან ულიმიტო როუმინგ ინტერნეტ პაკეტები.
შეჯამება
mobineX-ის ახალი ფუნქციონალის დახმარებით შეგიძლია შენთვის სასურველი ინტერნეტ პაკეტი სწრაფად და მარტივად შეარჩიო. AI-ზე დაფუძნებული ასისტენტი შენი პრეფერენციების მიხედვით დაალაგებს სავარაუდო ვარიანტებს. ამგვარად აღარ მოგიწევს დამოუკიდებლად ტარიფების ერთმანეთთან შედარება და ძიება. ეს არის ინოვაციური მოდელი, რომელიც მოგზაურობის დაგეგმვას გაგიმარტივებს.
(R)