მარო მაყაშვილის დღიურს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გამომცემლობა „პალიტრა L”  წიგნად გამოსცემს - კვირის პალიტრა

მარო მაყაშვილის დღიურს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გამომცემლობა „პალიტრა L”  წიგნად გამოსცემს

საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მამაცი, თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდის, ყველასთვის კარგად ნაცნობი და მისაბაძი სტუდენტი გოგონას, მარო მაყაშვილის დღიურს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გამომცემლობა „პალიტრა L” წიგნად გამოსცემს.ეს გამოცემა კიდევ ერთხელ გააცოცხლებს ახალგაზრდა გოგონას, რომელიც თავისუფლებისა და სამშობლოს სიყვარულის სიმბოლოდ იქცა.გამომცემლობა “პალიტრა L”მკითხველს „მარო მაყაშვილის დღიურის“ ორ გამოცემას სთავაზობს. სტანდარტული წიგნის პარალელურად, 26 მაისიდან ხელმისაწვდომი იქნება საკოლექციო ლიმიტირებულ გამოცემა, რომლის შეძენას გამომცემლობა “პალიტრა L”-ის საიტსა და ბიბლუსის მაღაზიებში შეძლებთ.