13 წლის ბიჭის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 22 წლის მამაკაცი დააკავეს - კვირის პალიტრა

13 წლის ბიჭის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 22 წლის მამაკაცი დააკავეს

შიდა ქართლში 13 წლის ბიჭის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 22 წლის მამაკაცი დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სრულწლოვანის მიერ წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ძალადობის გარეშე განხორციელებულ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"