"როგორ მეხვეწებოდი არ მომაჭრან ფეხიო, დეეე... როგორ მენანები დეე, ამტკივილისთვის" - „ბოლო ზარზე“ ავარიის დროს დაშავებული ქალის შვილი მიმართვას ავრცელებს
სკოლასთან, „ბოლო ზარზე“ ავარიის დროს დაშავებული ქალის შვილი ახალ მიმართვას ავრცელებს.
"როგორ მენანები დეე, ამ ტკივილისთვის, როგორ მეხვეწებოდი არ მომაჭრან ფეხიო, დეეე... დღეს ყველაზე რთული გადაწყვეტილების წინაშე დავდექით, დეეე, სულ გიჯერებდი, მაგრამ ამჯერად მაპატიე, ცოცხალი მჭირდები დეე. ერთად ყველაფერს შევძლებთ, ჩემი ძლიერი გოგო ხარ შენ, მთელი გული შენთან დამრჩა, როგორ მიჭერდი რომ არ დამეტოვებინე, გული მიკვდება, მაპატიე დეე და ცოტაც გაუძელი, მე მჯერა შენი“, – წერს ნათია ბიჩინაშვილი.