"ყველგან ვამბობდით, რომ 18 წლამდე მაყურებელი არ დაიშვება... მაინც შემოგვიგზავნეს აგენტი და გააკეთეს ის, რაც გააკეთეს" - დათა თავაძის სპექტალ "ლიბერტეს" ჩვენება შეწყდა - კვირის პალიტრა

"ყველგან ვამბობდით, რომ 18 წლამდე მაყურებელი არ დაიშვება... მაინც შემოგვიგზავნეს აგენტი და გააკეთეს ის, რაც გააკეთეს" - დათა თავაძის სპექტალ "ლიბერტეს" ჩვენება შეწყდა

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მა­ი­სის და­სა­წყის­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რე­ჟი­სორ დათა თა­ვა­ძის ავან­გარ­დულ სპექ­ტაკლ "ლი­ბერ­ტეს" გარ­შე­მო სე­რი­ო­ზუ­ლი დის­კუ­სია და­ი­წყო. სპექ­ტაკ­ლის პრე­მი­ე­რა 2024 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში "სა­მე­ფო უბ­ნის თე­ატ­რში“ გა­ი­მარ­თა და მას შემ­დეგ, ყვე­ლა წარ­მოდ­გე­ნა­ზე ანშლა­გი იყო.

სპექ­ტაკ­ლის ანონსში მი­თი­თე­ბუ­ლი გახ­ლდათ, რომ სპექ­ტაკლზე 18 წლამ­დე პი­რე­ბი არ და­იშ­ვე­ბი­ან და ასე­ვე, აკ­რძა­ლუ­ლია გა­და­ღე­ბა. თუმ­ცა სკან­და­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სპექ­ტაკ­ლი­დან ფა­რუ­ლად გა­და­ღე­ბულ ერ­თწუ­თი­ა­ნი მო­ნაკ­ვეთს მოჰ­ყვა, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და.

"ბო­დი­ში!" - ამ სი­ტყვე­ბით იწყებს რე­ჟი­სორ დათა თა­ვა­ძის მამა, ნიკა თა­ვა­ძე, თა­ვის ემო­ცი­ურ სტა­ტუსს, რო­მე­ლიც მის შვი­ლის სპექ­ტაკლ "ლი­ბერ­ტეს" ეხე­ბა.

რო­გორც ჩანს, სპექ­ტაკ­ლის ჩვე­ნე­ბა შე­წყდა. ეს ინ­ფორ­მა­ცია Ambebi.ge-ს ნიკა თა­ვა­ძემ და­უ­დას­ტუ­რა.

ნიკა თა­ვა­ძე სა­უბ­რობს ტყუ­ილ­ზე, უსა­მარ­თლო­ბა­ზე, კო­ლე­გე­ბის "დახ­ვრე­ტა­ზე" და იმედ­გაც­რუ­ე­ბა­ზე, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი ვე­ღა­რას­დროს იხი­ლავს ამ ნა­მუ­შე­ვარს. მისი გან­ცხა­დე­ბა სავ­სეა პრო­ტეს­ტი­თა და გუ­ლის­ტკი­ვი­ლით იმის გამო, რაც სპექ­ტაკ­ლის გარ­შე­მო გან­ვი­თარ­და, და ამავდრო­უ­ლად, მტკი­ცე­ბით, რომ "ლი­ბერ­ტე" ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სპექ­ტაკ­ლია.

- სპექ­ტაკ­ლი "LIBERTE” (თა­ვი­სუფ­ლე­ბა). პირ­ველ რიგ­ში ბო­დი­ში! ბო­დი­ში რომ ვერ და­გი­ცა­ვით ტყუ­ი­ლის­გან. ბო­დი­ში იმის­თვის რაც დაგ­ვაბ­რა­ლეს. ბო­დი­ში იმის­თვის, რომ თუ კი რამე გა­მე­გე­ბა ამ პრო­ფე­სი­ა­ში ეს სპექ­ტაკ­ლი ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სოა და ვე­რა­ვინ გა­და­მარ­წმუ­ნებს ამა­ში. ბო­დი­ში იმის­თვის, რომ სპექ­ტაკ­ლი­დან გა­მო­სუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბის ცრემ­ლებს ვერ იკა­ვებს. ბო­დი­ში იმის­თვის, რომ ჩვენ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად გატ­კი­ნეთ. ბო­დი­ში იმის­თვის, რომ ვე­ღა­რას­დროს ნა­ხავთ ამ სპექ­ტაკლს და ვე­რას­დროს იგ­რძნობთ რა­საც ვგუ­ლის­ხმობ. გააგრძელეთ კითხვა