"ტყუპამდე ცოტა ვიწვალეთ... თავიდან გარე ორსულობა იყო, მერე შეწყვეტილი ორსულობა, ახლა ტყუპს ვუვლი" - თეონა ცირამუა დედობასა და კარიერაზე - კვირის პალიტრა

"ტყუპამდე ცოტა ვიწვალეთ... თავიდან გარე ორსულობა იყო, მერე შეწყვეტილი ორსულობა, ახლა ტყუპს ვუვლი" - თეონა ცირამუა დედობასა და კარიერაზე

"ვნატ­რობ­დით, ერთი ბავ­შვი გა­მა­ჩე­ნი­ნა და ისე მოხ­და, რომ ერ­თის ნაც­ვლად ორი და­ი­ბა­და"

გო­რის ქალ­თა გუნ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი თე­ო­ნა ცი­რა­მუა 4 მარტს დედა გახ­და. მას და მის მე­უღ­ლეს გოჩა ჭან­ტუ­რი­ას ხუ­თწ­ლი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ ტყუ­პი შე­ე­ძი­ნათ. გო­გო­ნებს კირა და თუთა და­არ­ქვეს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ეს ამ­ბა­ვი, რად­გან თე­ო­ნა ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდს არ აფი­ში­რებ­და. არც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აქ­ვეყ­ნებ­და სა­კუ­თა­რი ფეხ­მძი­მო­ბის ფო­ტო­ებს.

AMBEBI.GE თე­ო­ნა ცი­რა­მუ­ას ახალ­შო­ბილ ტყუპ­ზე, დე­დო­ბით გა­მოწ­ვე­ულ სი­ხა­რულ­ზე, ასე­ვე ემო­ცი­ა­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე ესა­უბ­რა.

თე­ო­ნა ცი­რა­მუა:

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი ალ­ბათ იმი­ტომ აღ­მოჩ­ნდა ჩვე­ნი ოჯა­ხის ამ­ბა­ვი, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც რა­ღა­ცე­ბის აფი­ში­რე­ბა არ მიყ­ვარს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც ორ­სუ­ლო­ბის დროს ფო­ტო­ებს არ ვდებ­დი. მაგ­რამ როცა უკვე კი­რა­სა და თუ­თას სა­ხე­ლე­ბით სტა­ტუ­სი გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე, ამ ყვე­ლა­ფერს დიდი ეფექ­ტი ჰქონ­და. მოკ­ლედ, რად­გან ჩემი ორ­სუ­ლო­ბის აფი­ში­რე­ბა მა­ინ­ცდა­მა­ინც არ მხიბ­ლავ­და, ეს გზა ამი­ტომ ავირ­ჩიე... ტყუ­პამ­დე ცოტა ვიწ­ვა­ლეთ, გა­მო­ვი­და, რომ 5 წელი ჩვენს ტყუპ გო­გოს ვე­ლო­დე­ბო­დით. ვნატ­რობ­დით, ერთი ბავ­შვი გა­მა­ჩე­ნი­ნა და ისე მოხ­და, რომ ერ­თის ნაც­ვლად ორი და­ი­ბა­და...

ciramua8-32126-1748115494.jpeg

ექოს­კო­პი­ის ეკ­რან­ზე ორი შე­მომრგვა­ლე­ბუ­ლი და შიგ­ნით ორი წერ­ტი­ლი, რომ და­ვი­ნა­ხე, ნე­ტავ, ტყუ­პი ხომ არ არის-მეთ­ქი? - გა­ვი­ფიქ­რე. ფიქ­რი დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ მქონ­და, რომ ექოს­კო­პის­ტმა მი­თხრა, - ტყუპს ელო­დე­ბი­თო.

- რო­გო­რი რე­აქ­ცია გქონ­დათ?

- უცებ გა­ვი­აზ­რე ის უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რაც გო­რის ქალ­თა გუნ­დის წი­ნა­შე მაქვს აღე­ბუ­ლი, გა­მახ­სენ­და ასე­ვე რა ენერ­გი­ას ვხარ­ჯავ მარ­ტო გზა­ში, ვიდ­რე თბი­ლი­სი­დან გორ­ში ჩა­ვალ და ამის ფონ­ზე ერ­თდრო­უ­ლად ორი ბავ­შვი. ყვე­ლა­ფერ­მა თავ­ში წა­მი­ე­რად რომ გა­მი­ელ­ვა, იქვე კი­თხვაც გა­მიჩ­ნდა - ამ­დენს რო­გორ შევ­ძლებ. ამ­ხე­ლა საქ­მე­ებს ერ­თად რო­გორ წა­ვუ­ძღვე­ბი-მეთ­ქი? - ეს ფიქ­რე­ბი უეც­რად წა­მო­ვი­და. ის კი არა, ასე­თი აზ­რე­ბი მა­ში­ნაც მქონ­და, როცა ერთი ბავ­შვის გა­ჩე­ნას ვფიქ­რობ­დი და უცებ ერ­თდრო­უ­ლად ორი პა­ტა­რა...

15b9d485-8c97-469b-b40d-15e6749be306-32065-1748115494.jpeg

მერე ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­ვი­აზ­რე და ამ ამ­ბავ­ში ბევ­რი და­დე­ბი­თი მო­მენ­ტიც და­ვი­ნა­ხე. ერ­თმა­ნეთს გა­არ­თო­ბენ-მეთ­ქი... სა­ერ­თო­დაც ორი ბავ­შვი მინ­დო­და, რად­გან მი­მაჩ­ნია, რომ დე­დი­სერ­თო­ბა სა­სურ­ვე­ლი არ არის. მოკ­ლედ, კირა და თუთა ჭან­ტუ­რი­ე­ბი 4 მარტს სა­კე­ის­რო კვე­თით და­ი­ბად­ნენ. გააგრძელეთ კითხვა