ირაკლი ფირცხალავა მოსკოვში ქართველებით დაკომპლექტებულ "ფეხბურთის გუნდს" ქმნის? - "ჩვენ ყოველთვის "საბჭოთა ბრაზილიელებს" გვეძახდნენ"
"მომღერალი ირაკლი ფირცხალავა ახლა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ხელმძღვანელია" - ასეთი პროვოკაციული სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსული მედია.
რეალურად, საქმე ეხება საფეხბურთო-მუსიკალურ ფესტივალს "არტ-ფეხბურთი", რომელიც მოსკოვში 7-დან 15 ივნისამდე გაიმართება და მასში სხვადასხვა ქვეყნების არტისტები მიიღებენ მონაწილეობას, როგორც ფეხბურთელები.
წელს "არტ-ფეხბურთის" ორგანიზატორებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 16 გუნდის შეკრება გადაწყვიტეს. მათ შორის არის საქართველოს ნაკრებიც, რომელსაც ფირცხალავა ხელმძღვანელობს. მისი თქმით, ორგანიზატორებს გულწრფელად სურდათ მათი ეროვნული გუნდის ორიგინალური სათამაშო სტილით ხილვა.
"აქ ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია შევხვდეთ, ჩავეხუტოთ ჩვენს საერთაშორისო გუნდებს, ვისაუბროთ ყველაფერზე, მოვისმინოთ ქართული სიმღერები" - ამბობს ფირცხალავა. გააგრძელეთ კითხვა