"გი­ორ­გის წარ­მა­ტე­ბა რომ იყო, ნაკ­რებ­ში რომ მი­იწ­ვი­ეს, იმ წელს გაყ­ვავ­და..." - როგორ გამოიყურება გიორგი გველესიანის მშობლების აივანზე გაშენებული ულამაზესი ბაღი? - კვირის პალიტრა

"გი­ორ­გის წარ­მა­ტე­ბა რომ იყო, ნაკ­რებ­ში რომ მი­იწ­ვი­ეს, იმ წელს გაყ­ვავ­და..." - როგორ გამოიყურება გიორგი გველესიანის მშობლების აივანზე გაშენებული ულამაზესი ბაღი?

თბი­ლის­ში არა­ერ­თი ლა­მა­ზი და გე­მოვ­ნე­ბით მო­წყო­ბი­ლი აი­ვა­ნი არ­სე­ბობს, სა­დაც უამ­რა­ვი მცე­ნა­რეა ხოლ­მე თავ­მოყ­რი­ლი. ეს აივ­ნე­ბი ძი­რი­თა­დად ისეთ ადა­მი­ა­ნებს ეკუთ­ვნით, ვი­საც მცე­ნა­რე­ე­ბი ძა­ლი­ან უყ­ვართ და ძი­რი­თა­დად აი­ვან­საც ასე გულ­მოდ­გი­ნედ იმი­ტომ ამ­წვა­ნე­ბენ.

„ქი­მი­კო­სი ვარ, უნი­ვერ­სი­ტე­ტი „წი­თელ დიპ­ლომ­ზე“ კი და­ვამ­თავ­რე, თე­მა­ზეც ვმუ­შა­ობ­დი, მაგ­რამ ამ­ჟა­მად დი­ა­სახ­ლი­სი გახ­ლა­ვართ, დრო ბავ­შვე­ბის აღ­ზრდას და­ვუთ­მე,“ - ასე გაგ­ვეც­ნო ლელა გრძე­ლიშ­ვი­ლი, ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­საც ვა­კე­ში, ერთ-ერთ სახ­ლის მე­სა­მე სარ­თულ­ზე, ულა­მა­ზე­სი აი­ვა­ნი აქვს, სა­დაც სა­კუ­თარ ბაღ­ნა­რი აქვს შექ­მნი­ლი. ქალ­ბა­ტო­ნი ლელა, ასე­ვე ქი­მი­კოს და ინ­ჟი­ნერ მე­უღ­ლეს­თან, ზუ­რაბ გვე­ლე­სი­ან­თან ერ­თად, წლე­ბია, თა­ვი­ან­თი აივ­ნის გამ­წვა­ნე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. ეს საქ­მე მათ დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებთ.

ცნო­ბის­თვის, ისი­ნი პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რის, გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ა­ნის მშობ­ლე­ბი არი­ან.

- ძა­ლი­ან პა­ტა­რა აი­ვა­ნი გვქონ­და, სა­დაც, რა თქმა უნდა, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო რა­ი­მეს წა­მო­წყე­ბა. ად­რე­ულ წლებ­ში აივ­ნე­ბის მი­შე­ნე­ბა აქ­ტი­უ­რად რომ და­ი­წყეს, ჩვენც მი­ვა­შე­ნეთ და შემ­დეგ მის ნელ-ნელა გამ­შვე­ნი­ე­რე­ბას შე­ვუ­დე­ქით. დავ­დგით მა­გი­და და სკა­მე­ბი. სა­ერ­თოდ აპ­რი­ლი­დან სა­ნამ კარ­გად არ აცივ­დე­ბა, სულ იქ ვართ და ყო­ველ დი­ლას ყა­ვას სვამთ...

ჩემს მე­უღ­ლეს ამ საქ­მე­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის. რომ ვი­ტყვი, ეს გა­დავრგოთ, ამას სხვა ქო­თა­ნი უნდა-თქო, სი­ტყვა დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ მაქვს, რომ მიწა უკვე გაშ­ლი­ლი აქვს. აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი - ზედ­მე­ტად ცოტა დიდ ქოთ­ნებ­საც ირ­ჩევს. ვე­უბ­ნე­ბი, სა­ჭი­რო არ არის ამ­ხე­ლა ქოთ­ნე­ბი-მეთ­ქი...

მე აქ­ტი­უ­რად ვეც­ნო­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რას, სა­ი­და­ნაც სხვა­დას­ხვა რჩე­ვას ვი­ღებ და ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას მე­უღ­ლე­საც ვაწ­ვდი. მას ინ­ტე­რე­სი მეტი აქვს, უნდა, რომ მთე­ლი აი­ვა­ნი, რო­მე­ლიც 14 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რია, სულ შევ­სე­ბუ­ლი იყოს. თუ რამე მცე­ნა­რე გახ­მა, სას­წრა­ფოდ უნდა, რომ ახა­ლი შე­ვი­ძი­ნოთ. ყვა­ვილს თუ რამე ავად­მყო­ფო­ბა გა­უჩ­ნდე­ბა, ამა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა, მისი დრო­უ­ლად მი­ხედ­ვა, უკვე ჩემი პრე­რო­გა­ტი­ვაა - ეს გა­მოც­დი­ლე­ბაც ნელ-ნელა მო­ვი­და. ასე რომ, ერ­თმა­ნეთს ვავ­სებთ.

თავ­და­პირ­ვე­ლად ბევ­რი მცე­ნა­რე გაგ­ვი­ფუჭ­და. მარ­ტო წყლის დას­ხმა არა­ფე­რია, თუ მცე­ნა­რე და­ა­ვად­და, დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. თუ ის და­ა­ვა­დე­ბა არ აღ­მო­ა­ჩი­ნე, არ შე­წამ­ლე, მა­შინ მცე­ნა­რე გა­ფუჭ­დე­ბა. თა­ვი­დან რამ­დე­ნი­მე კარ­გი ყვა­ვი­ლი ასე გაგ­ვი­ფუჭ­და. წაიკითხეთ ვრცლად