"თავდამსხმელს ჰქონდა ჩაქუჩი, არც ერთს სახე აღარ ეტყობოდა" - საზარელი დანაშაულის დეტალები - კვირის პალიტრა

"თავდამსხმელს ჰქონდა ჩაქუჩი, არც ერთს სახე აღარ ეტყობოდა" - საზარელი დანაშაულის დეტალები

უკვე მე­ო­რე დღეა ექი­მე­ბი 58 წლის კა­ცის, კობა ჭე­იშ­ვი­ლის გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლო­ბენ. რო­გორც “ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ველ­თან“ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ოჯა­ხის წევ­რი აცხა­დებს, მა­მა­კაცს სა­ხის თით­ქმის ყვე­ლა ძვა­ლი აქვს ჩამ­ტვრე­უ­ლი. ასე­ვე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს თა­ვის ქალა, დამ­ტვრე­უ­ლი აქვს ფე­ხე­ბი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი თა­ნა­სოფ­ლელ­მა სცე­მა.

შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი მცხე­თის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ ერე­და­ში მოხ­და. რო­გორც ირ­კვე­ვა, თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი ერთ-ერთი მე­ზობ­ლის სახ­ლში იყ­ვნენ შეკ­რე­ბი­ლე­ბი, ამ დროს მათ­თან მი­ვი­და ასე­ვე თა­ნა­სოფ­ლე­ლი - 29 წლის მა­მა­კა­ცი და სუფ­რა­ზე მყოფ ორ მა­მა­კაცს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და.

ოჯა­ხის მე­პატ­რო­ნე, სა­დაც თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი იყ­ვნენ შეკ­რე­ბი­ლე­ბი, აცხა­დებს, რომ პირ­ველ ეტაპ­ზე მას მი­ა­ყე­ნა შე­უ­რა­ცხყო­ფა, ის გა­თი­შა და შემ­დეგ გა­უს­წორ­და ორ მა­მა­კაცს.

ორი­ვე მა­მა­კა­ცი ამ­ჟა­მად მცხე­თის “ჯე­ოჰოს­პი­ტალ­ში“ იმ­ყო­ფე­ბა.

ოჯა­ხის წევ­რის თქმით, კობა ჭე­იშ­ვილს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ყე­ნე­ბუ­ლი აქვს ჩა­ქუ­ჩის და ცუ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით.“მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია მცხე­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. სა­ხის ძვლე­ბი აქვს სულ ჩამ­სხვრე­ულ, არც ერთი ძვა­ლი არ არის მთე­ლი. გუ­შინ გა­უ­კეთ­და ოპე­რა­ცია, მიმ­დი­ნა­რე­ობ­და 8 სა­ა­თი. ექიმ­მა თქვა, რო­გორც შევ­ძე­ლით ავ­კინ­ძეთ ეს წვრილ-წვრი­ლი ძვლე­ბიო, გა­ვა­ერ­თი­ა­ნე­თო...

ასე გა­ვი­გე, რომ თავ­დამ­სხმელს ჰქონ­და ჩა­ქუ­ჩი, სამ­ზა­რე­უ­ლოს რა­ღა­ცა მო­წყო­ბი­ლო­ბა, სა­ხე­ში აქვს ნარ­ტყა­მი.

ოჯახ­ში იყ­ვნენ, სვამ­დნენ თუ რა ხდე­ბო­და არა­ვინ იცის. ეს პი­როვ­ნე­ბა -გუგა ფო­ცხვე­რაშ­ვი­ლი, მერე მი­ვი­და, ერედ­ვის მკვიდ­რია. გუგა ბირ­ჟა­ზე იდგა ბი­ჭებ­თან, როცა ვი­ღა­ცა ბავ­შვმა აღ­მო­ა­ჩი­ნა რომ იყ­ვნენ ნა­ცე­მე­ბი.

ისე სცე­მა, რომ არც ერთს სახე აღარ ეტყო­ბო­და. რო­დე­საც ბიჭ­მა და­ი­ნა­ხა, რომ ვი­ღა­ცე­ბი დაბ­ლა იწ­ვნენ, ვერც ერთი ვერ იცნო, ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჰქონ­და სა­ხე­ე­ბი. ნა­ცე­მე­ბი იყ­ვნენ თავ­ში, სა­ხე­ში და მე­ო­რეს ფე­ხე­ბი ჰქონ­და მომტვრე­უ­ლი, თა­ვის ქალა, შუბ­ლი ჩამ­ტვრე­უ­ლია, ჰე­მა­ტო­მე­ბი აქვთ თა­ვებ­ში ორი­ვეს,“ - აცხა­დებს რეს­პონ­დენ­ტი.