"გაბუნია იდიოტი რომ იყო ვიცოდი, მაგრამ მთლიანად მავნებელი თუ იყო არ მინდოდა დამეჯერებინა...“ - დაპირისპირება ნიკა მელიას, გიორგი გაბუნიასა და დეა მამისეიშვილს შორის - კვირის პალიტრა

"გაბუნია იდიოტი რომ იყო ვიცოდი, მაგრამ მთლიანად მავნებელი თუ იყო არ მინდოდა დამეჯერებინა...“ - დაპირისპირება ნიკა მელიას, გიორგი გაბუნიასა და დეა მამისეიშვილს შორის

ჟურ­ნა­ლისტ დეა მა­მი­სე­იშ­ვი­ლის სტუ­მა­რი "Facebook live"-ში, ასე­ვე ჟურ­ნა­ლის­ტი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გი­ორ­გი გა­ბუ­ნია იყო. მათ შეხ­ვედ­რი­სას სხვა­დას­ხვა სა­კი­თხებ­ზე ისა­უბ­რეს, მათ შო­რის ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ზე და ოპო­ზი­ცი­ა­ზე.

გა­ბუ­ნი­ას შე­კი­თხვა­ზე, თუ - "რო­მე­ლი პო­ლი­ტი­კო­სია ოპო­ზი­ცი­ი­დან, რო­მე­ლიც გუ­ლით გინ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იყოს? მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ფიქ­რობ რომ არის ვინ­მე ისე­თი ვი­საც სურს მე­ლია იყოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში?"

დეა მა­მი­სე­იშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ "ოც­ნე­ბის სა­პირ­წო­ნედ აუ­ცი­ლებ­ლად მის­ცემ­და ხმას ნიკა მე­ლი­ას..."

"ეს არის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რო­მელ­საც რა თქმა უნდა ვერ გა­უმკლავ­დე­ბა მე­ლია. ახლა რომ არ­ჩევ­ნე­ბი იყოს და მე­ლია წა­რედ­გი­ნათ კან­დი­და­ტად მე­რო­ბა­ზე, მე ხმას არ მივ­ცემ­დი. მე­ლია საქ­მეს ვერ გა­ა­კე­თებს, წარ­მოდ­გე­ნაც არ მინ­და," - ასე შე­ა­ფა­სა გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ მა­მი­სე­იშ­ვი­ლის არ­ჩე­ვა­ნი, რა­საც "კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის" ლი­დე­რი ნიკა მე­ლია ვი­დე­ოს კო­მენ­ტა­რებ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"გა­ბუ­ნია იდი­ო­ტი რომ იყო ვი­ცო­დი, მაგ­რამ მთლი­ა­ნად მავ­ნე­ბე­ლი თუ იყო არ მინ­დო­და და­მე­ჯე­რე­ბი­ნა. ამის ლა­ივ­ში გაშ­ვე­ბას, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ერ­თმა­ნეთ­თან გე­სა­უბ­რათ, სა­ხეს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებ­დით მა­ინც," - წერს ნიკა მე­ლია. გააგრძელეთ კითხვა