"შეგრცხვეს სიკვდილო! გლოვობს ჩემი ბათუმი, ტრაგედია დატრიალდა, ეს ანგელოზი გარდაიცვალა, მიწამ როგორ უნდა მიგიღოს?" - შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ბათუმში ახალგარდა ბიჭი გარდაიცვალა, "შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი" სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
"შეგრცხვეს სიკვდილო! დაგვანებე თავი ცოტა ხანს!
რატომ წახვედი იქ, საიდანაც არ ბრუნდებიან? ასეთი უსასრულობა როგორ მოგაწერა ცხოვრებამ.
ყველასთვის თბილი და მოსიყვარულე იყავი.... ნუთუ ასეთი დაუნდობელია ეს ცხოვრება, რომ ასეთი სიმწარის გადატანა გვიწევს. შენი ლამაზი თვალები როგორ უნდა იყოს დახუჭული?
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს პირი ცხელი ქვიშით ამომივსეს და ხორცზე ნაკვერჩხალს მაყრიან!
მიწისთვის მენანები. ნუთუ მიწას არ შერცხვება შენი?
გლოვობს ჩემი ბათუმი გარდაიცვალა ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე გოგი ლეონიძე.
მიწამ როგორ უნდა მიგიღოს? ეს რა ტრაგედია დატრიალდა.... ეს ანგელოზი გარდაიცვალა. გაქვავებულები ვართ უსამართლო სამყაროდან, მშვიდად განისვენე სამართლიან სამყაროში...
გული ასე როდის მეტკინა ბოლოს, არ ვიცი... როგორი, კარგი ადამიანი იყო... ნეტავ იცოდეს, როგორ დაწყვიტა გული ყველას. ყველას ასე რატომ უყვარდა ეს ბიჭი... სიტყვები ზედმეტია ისეთი ტკივილია, მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა .
"შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული, ასეთი ახალგაზრდა, პატარა დროა ბედნიერებისთვის.... ალბათ, განგებამ შენთვის მეტი ვერ გაიმეტა, ჩვენო უკეთილშიბილესო.... მეხის გავარდნას ჰგავს შენი უეცარი გარდაცვალება. მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი თვალები, მუდამ ღიმილიანი სახე, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული. შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო. სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი. ასე იცხოვრე ...
ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ცრემლით და დიდი ტკივილით. უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი ღიმილი და ტკბილი საუბარი.
ხალხო, ასეთ შვილს მიწაში რომ ჩადებს, ის დედა და მამა რანაირად უნდა ანუგეშო, რით უნდა დაამშვიდოოო...
ეს არის ტკივილი, რომელსაც არც სახელი აქვს, არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი, რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული, გაყინული, იმ ტკივილს განვიცდი, რომელმაც წაართვა ამქვეყნად ყველაზე ლამაზი და ბედნიერი შვილი დედას და მამას.
სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები? ეს ანგელოზები? ალბათ იქ, სადაც არ არსებობს დრო, იქ, სადაც მარადიული სიცოცხლეა, იქ, სადაც ბევრი ჩვენიანია… გულში ჩაგიკრავენ, მოგიშუშებენ შენს ნაიარევს. დედამიწაზე ამ ნაიარევს არცეთი წამალი არ შველის…
გამოინახება რაიმე სანუგეშებელი სიტყვები შენი დედისთვის?"