პრემიერი ვაჟთან, კალაძე მეუღლესთან ერთად და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები თავისუფლების მოედანზე - როგორ გამოიყურებოდა სამთავრობო ლოჟა
თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს.
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა სამხედრო ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს და თავდაცვის ძალებს შეუერთდნენ.
მოედანზე უკვე იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლები.
ისინი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ოჯახთან ერთად მივიდნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ვაჟთან ერთად გამოჩნდა.
თბილისის მერი, კახა კალაძე მეუღლესთან - ანუკი არეშიძესთან ერთად მივიდა.
უმაღლესმა მთავარსარდლებმა მიხეილ ყაველაშვილის წინაშე ფიცი დადეს.
თავისუფლების მოედნის გარდა, წვევამდელები ქვეყნის მასშტაბით ფიცი კიდევ ხუთ ისტორიულ ადგილას დაიდო.
თავისუფლების მოედანზე გამოჩნდნენ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც.
26 მაისს, ტრადიციულად, მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ექნება. კერძოდ, გამოფენები თბილისში, გორში, ახალციხეში, მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ფოთში, ხონში, ამბროლაურში, ბათუმში, თელავში, ახალქალაქში, მარნეულში, სენაკში, სამტრედიაში, ბაღდათში, ჩხოროწყუში, აბაშასა და მარტვილში გაიმართება.
თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების და საზეიმო ღონისძიების დასასრულს საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის სარდლობის საფრენი აპარატები გადაიფრენენ. დღის განმავლობაში ღონისძიებები გაიმართება ორბელიანის მოედანზეც.
ფოტოები: გიორგი ჟამერაშვილი