"ხელი გაწიე, ქალო" ანუ, რა მოხდა ემანუელ მაკრონსა და მის მეუღლეს შორის - მაკრონის პირველი კომენტარი სკანდალურ ვიდეოზე, რომლის მიხედვითაც ამბობენ, რომ მას ცოლმა სახეში გაარტყა - კვირის პალიტრა

"ხელი გაწიე, ქალო" ანუ, რა მოხდა ემანუელ მაკრონსა და მის მეუღლეს შორის - მაკრონის პირველი კომენტარი სკანდალურ ვიდეოზე, რომლის მიხედვითაც ამბობენ, რომ მას ცოლმა სახეში გაარტყა

პრეზიდენტმა უარყო ბრიჯიტ მაკრონთან რაიმე „ოჯახური სცენა“ და თქვა, რომ ის და მისი მეუღლე „ხუმრობდნენ“. მან კადრების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით ყველას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

მე და ჩემი მეუღლე ვხუმრობდით, რაც ხშირად ხდება. სამი კვირის განმავლობაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ვიდეოს უყურებდნენ და ფიქრობდნენ, რომ მე კოკაინის პაკეტი მქონდა. შემდეგ ბჭოდნენ ჩემი და თურქეთის პრეზიდენტის შეხვედრის დროს ერთმანტისთვის ხელის ჩამორთმევის ეპიზოდზე და ახლა ჩემს მეუღლესთან ჩხუბზე საუბრობენ. „ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება [...] ამიტომ ყველამ უნდა დამშვიდდეს“, - განუცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ჰანოიში.

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ის ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი ვი­ეტ­ნამ­ში გა­მარ­თა. თუმ­ცა მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბა ერ­თმა ინ­ცი­დენ­ტმა მი­ი­პყრო. რო­გორც ABC News წერს, ვი­ეტ­ნა­მის დე­და­ქა­ლაქ ჰა­ნო­ი­ში საფ­რან­გე­თის საპ­რე­ზი­დენ­ტო ბორ­ტის დაფ­რე­ნი­სას, ემა­ნუ­ელ მაკ­რონს მის­მა ცოლ­მა - ბრი­ჯიტ მაკ­რონ­მა სა­ხე­ში უთა­ვა­ზა.

სა­ა­გენ­ტო ვი­დე­ო­საც ავ­რცე­ლებს, სა­დაც ჩანს რომ რო­დე­საც თვითმფრი­ნა­ვის ბორ­ტი იხ­სნე­ბა, ბრი­ჯი­ტი ემა­ნუ­ელს სა­ხე­ში მსუ­ბუ­ქად ურტყამს. წყვი­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ არ ელო­და, რომ კარი ღია იქ­ნე­ბო­და და მათ ვი­დე­ო­ზე აღ­ბეჭ­დავ­დნენ. მაკ­რო­ნი დაბ­ნე­უ­ლი ჩანს, თუმ­ცა მალე ერ­კვე­ვა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და ოფი­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რას მე­უღ­ლეს­თან ერ­თად აგ­რძე­ლებს.

წყარო