გიორგი ბაჩიაშვილის სუპერსკანდალური ინტერვიუ - "უცხოური ძალები გეგმავდნენ ჩემს მკვლელობას, რომელშიც ივანიშვილს დაადანაშაულებდნენ და..."
სუს-მა 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა. 26 მაისსვე ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა გამოაქვეყმა ინტერვიუ ბაჩიაშვილთან/
გთავაზობთ ინტერვიუს ეპიზოდს, რომელიც AMBEBI.GE-მ გამოაქვეყნა.
ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ ორი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებში აქტიურად განიხილება მისი ლიკვიდაციის გეგმა.
ესენი“ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსული ჯგუფები, სავარაუდოდ, ჩეჩნები არიან“, - ციტირებს "გარდიანი" ბაჩიაშვილის სიტყვებს.
ბაჩიაშვილი ინტერვიუში საქართველოდან გაქცევის დეტალებზეც საუბრობს.როგორც ის აცხადებს, გაქცევა კარგად იყო მომზადებული.
თვეების განმავლობაში მოგზაურობდა კახეთში, რითაც მასზე მოთვალთვალე სამსახურებს არწმუნებდა, რომ ეს მისი ჩვეული რუტინა იყო;2 მარტს მან მძღოლს უთხრა, რომ სურდა კახეთში წასვლა, თუმცა ჟურნალისტთან საიდუმლო შეხვედრის მიზნით, შუა გზაში მანქანიდან ჩამოვიდოდა.“მანქანიდან ჩამოვხტი, მოთვალთვალე საკმაოდ შორს იყო. შენობა გავიარე და ჩავჯექი მანქანაში, რომელიც იქ მელოდებოდა“, - ამბობს ბაჩიაშვილი; მისი თქმითვე, მობილური ტელეფონი იმავე ავტომობილში, ჩანთაში დატოვა, რომ კვალი აერია.შემდეგ კი სომხეთის აეროპორტიდან კატარისკენ მიმავალ რეისს გაჰყვა.“გარდიანის“ ინფორმაციით, ემიგრაციაში ყოფნისას ის სხვადასხვა მთავრობას ესაუბრებოდა თავისი მომავლის შესახებ და სწორედ ერთ-ერთი ასეთი საუბრის დროს, მას სიკვდილის რისკის შესახებ უთხრეს.
“მათ მითხრეს, რომ რისკს კი არ ხედავდნენ, არამედ იცოდნენ, რომ ეს რეალურად შეკვეთილი იყო“, - თქვა მან. თუმცა, არ სჯერა, რომ ამის უკან ივანიშვილი დგას.
“ვშიშობ, შესაძლოა ეს იყოს საიდუმლო სამსახურები ან რომელიმე ქვეყნის ძალები, რომელთაც სურთ, რომ ივანიშვილი უფრო დაუცველი გახდეს. თუ ისინი მას მკვლელობაში დაადანაშაულებენ, მაშინ გაცილებით ნაკლები შანსია, რომ ივანიშვილი აშშ-სთან ნორმალურ დიალოგს შეძლებს ან ის უფრო მეტად წამოეგება ანკესზე“, - უთხრა მან ბრიტანულ გამოცემას" განაგრძე კითხვა
ამავე დროს, საერთაშორისო იურიდიული ფირმა Amsterdam & Partners აცხადებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილს 2025 წლის 26 მაისს საქართველოში იძულებით დაბრუნების შემდეგ წამების რისკი ემუქრება.
„ბატონი ბაჩიაშვილის საერთაშორისო იურიდიული გუნდი გამოიყენებს ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას, რათა საქართველომ პასუხი აგოს ბატონი ბაჩიაშვილის საქმეში ჩადენილი უკანონო ქმედებებისთვის, გააპროტესტოს საქართველოში მართლმსაჯულების მიმდინარე დამახინჯება და მოითხოვოს კომპენსაცია ბატონი ბაჩიაშვილის თვითნებური დაკავებისა და არასათანადო მოპყრობისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
Amsterdam & Partners -ში აცხადებენ, რომ ბაჩიაშვილი გამუდმებით პოლიტიკური დევნის კამპანიის სამიზნეა, რომელსაც „საქართველოს დე ფაქტო მმართველი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს“.
„ბატონი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები, მათ შორის უაზრო და ხანდაზმული ბრალდებები, რომლებიც ათწლეულზე მეტი ხნის წინ ლეგიტიმურ ბიზნეს საქმიანობას უკავშირდება, ასახავს სასამართლო სისტემის სისტემურ გამოყენებას პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტად. ბატონი ბაჩიაშვილის იძულებითი დაბრუნება საქართველოში მას თვითნებური დაკავების, იძულებითი დაკითხვისა და არასათანადო მოპყრობის უშუალო რისკის ქვეშ აყენებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
Amsterdam & Partners-ში აცხადებენ, რომ საფრთხე რეალურია.
„საფრთხე რეალურია. გაერო-ს წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტმა მიუთითა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ წამების „მრავალი და თანმიმდევრული ბრალდების“ შესახებ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ გამოიტანა გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის გამო. ხოლო ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტმა (CPT) 2018 წლის საჯარო ანგარიშში საუბარია საქართველოში ცემის, იძულებითი დაკითხვისა და დაკავების დროს არასაკმარისი დაცვის მექანიზმების მუდმივი შემთხვევების შესახებ. ეს შეშფოთება განსაკუთრებით მწვავეა პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეებში, როგორიცაა ბატონი ბაჩიაშვილის საქმე, სადაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა მთლიანად კომპრომეტირებულია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
Amsterdam & Partners-ის მტკიცებით, ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქართველოში წარმოებული სასამართლო პროცესები თავისთავად წარმოადგენს სათანადო სასამართლო პროცესის ძირითადი სტანდარტების დარღვევას და ის არის უფრო ფართო ნიმუშის ნაწილი, „რომლის მიხედვითაც პოლიტიკურად დაკავშირებული პროკურორები და მოსამართლეები რეჟიმის ოპონენტების გასაჩუმებლად და გავლენის დამოუკიდებელი ცენტრების დასაშლელად გამოიყენებიან“.
„საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს პასუხისმგებლობას დააკისრებს ბატონი ბაჩიაშვილის უფლებების ყველა დარღვევისთვის. საქართველომ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და ბატონი ბაჩიაშვილის და სხვა იმ პირების ფუნდამენტური უფლებების დაცვის მიმართულებით, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებული დევნის წინაშე იმყოფებიან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ასე რომ, ბაჩიაშვილის გლდანის ციხეში მოხვედრის დეტალები კვლავ ბუნდოვანია. მისი ინტერვიუდან შეიძლება ვიფიქროთ, რომ ის ჩაბარდა. თუმცა მეორე მხრივ, მისი იურისტების განცხადებები მთლად არ ემთხვევა ამ ვერსიას. ფაქტია - ყატარიდან (თუ ის სიმართლეს ამბობს, რომ საქართველოდან გაქცევის შემდეგ სომხეთიდან ყატარში გაემგზავრა) ის საქართველოს საზღვართან აღმოჩნდა, რაც ზემოხსენებულ ვერსიას ჩაბარების შესახებ კიდევ უფრო ამყარებს.