"... თითქოს ვკვდები, ცოტაღა დამრჩა. პირველ რიგში, ავადმყოფობა და სიკვდილი ყველა ადამიანის გზაა" -  რას ამბობს რამზან კადიროვი - კვირის პალიტრა

"... თითქოს ვკვდები, ცოტაღა დამრჩა. პირველ რიგში, ავადმყოფობა და სიკვდილი ყველა ადამიანის გზაა" -  რას ამბობს რამზან კადიროვი

ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის მე­თა­ურ­მა რამ­ზან კა­დი­როვ­მა თა­ვის "ტე­ლეგ­რამ-არხზე" გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, რო­მელ­შიც ის ძვე­ლი კოშ­კის გვერ­დით მი­დის, ხოლო კადრს მიღ­მა მისი სა­ხე­ლით ტექსტს კი­თხუ­ლო­ბენ:

"სულ უფრო ხში­რად მეს­მის ჭო­რე­ბი ჩემი ავად­მყო­ფო­ბის შე­სა­ხებ - თით­ქოს ვკვდე­ბი, ცო­ტა­ღა დამ­რჩა. პირ­ველ რიგ­ში, ავად­მყო­ფო­ბა და სიკ­ვდი­ლი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის გზაა. არ­ცერ­თი ცო­ცხლის­თვის არ აუვ­ლია სიკ­ვდილს გვერ­დი. მე­ო­რეც, არც ავად­მყო­ფო­ბას და არც რა­ი­მე საფრ­თხეს არ შე­უძ­ლია შე­ა­მოკ­ლოს ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა. მის ხან­გრძლი­ვო­ბას მხო­ლოდ ის გან­სა­ზღვრავს, ვინც სი­ცო­ცხლე მოგ­ვცა. თუ მე გან­წი­რუ­ლი ვარ ვი­ცხოვ­რო 50, 60 ან 70 წელი, მე ისე ვი­ცხოვ­რებ, რო­გორც და­წე­რი­ლია, და ვე­რა­ვინ წა­მარ­თმევს ვერ­ცერთ დღეს“.

ამას­თა­ნა­ვე, შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში ხაზ­გას­მუ­ლია, რომ ისი­ნი, ვინც კა­დი­რო­ვის ავად­მყო­ფო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ, რჩე­ბი­ან "მში­შა­რა ჭო­რი­კა­ნე­ბად, რომ­ლე­ბიც თაგ­ვე­ბი­ვით სა­ზღვარ­გა­რეთ იმა­ლე­ბი­ან“. გააგრძელეთ კითხვა