ვინ არის და სად მუშაობდა გელა გელაძე, რომელიც დღეს შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა - კვირის პალიტრა

ვინ არის და სად მუშაობდა გელა გელაძე, რომელიც დღეს შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა

დღეს შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა. გელაძე უწყებაში სუს-იდან მოვიდა, სადაც ის უფროსის მოადგილე იყო. მანამდე მას თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა. .

გელა გელაძე პროფესიით იურისტია. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის მიმართულებით.

მას ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მანამდე მუშაობდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილედ. წლების განმავლობაში, ამავე უწყებაში იკავებდა მაღალ თანამდებობას. ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში.

უფრო ზუსტად გელა გელაძის კარიერული გზა ასეთია:

2025 წლის 5 აპრილიდან დღემდე - სუს-ის უფროსის მოადგილე.

2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის აპრილამდე - თავდაცვის მინისტრის მოადგილე;

2023 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;

2018 - 2023 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი;

2016-2018 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, სამმართველოს უფროსი;

2012-2016 – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე;

2010-2012 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე;

2008-2010 – შპს „ელიზი ჯგუფის“ დირექტორი;

2007-2008 – საქართველოს იუსტიცის სამინისტროს გენერალური ინსპექცია – მრჩეველი;

2007 – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის დეპარტამენტი – მრჩეველი;

2005-2006 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განყოფილების უფროსის მოადგილე;

2005 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ზედამხედველი;

2005 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გამომძიებელი;

2004-2005 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი;

2004 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბე-ჩუღურეთის საგამოძიებო სამსახური გამომძიებელი;

2004 – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გენერალური ინსპექციის მრჩეველი;

2001-2004 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს რაიონის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის თანაშემწე საზოგადოებრივ საწყისებზე;

1999-2001 – საქართველოს პროკურატურა – სტაჟიორი