ცხოვრება მოსკოვში, მონაწილეობა სატელევიზიო შოუში და დაბრუნება სამშობლოში - რა არის ცნობილი ალინა გამსახურდიაზე, პირველ ქართველ ქალზე, ვინც ევერესტზე ავიდა? - კვირის პალიტრა

ცხოვრება მოსკოვში, მონაწილეობა სატელევიზიო შოუში და დაბრუნება სამშობლოში - რა არის ცნობილი ალინა გამსახურდიაზე, პირველ ქართველ ქალზე, ვინც ევერესტზე ავიდა?

"2025 წლის 18 მა­ისს, ნე­პა­ლის დრო­ით დი­ლის 9:10 სა­ათ­ზე, პლა­ნე­ტის უმაღ­ლეს წერ­ტილ­ზე, ევე­რეს­ტის მწვერ­ვალ­ზე ვი­დე­ქი და ჩემს წი­ნა­შე მთე­ლი პლა­ნე­ტა გა­და­ი­შა­ლა. ეს ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი ოც­ნე­ბა იყო და მის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე, მე გავ­ხდი ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ქალი, რო­მელ­მაც ევე­რეს­ტი და­ი­პყრო. ჯერ ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ, ვერ ვი­გებ, ვერ გა­დავ­ხარ­შავ... ჯერ­ჯე­რო­ბით, თით­ქოს პა­რა­ლე­ლურ რე­ა­ლო­ბა­ში ვარ", - და­წე­რა რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ალი­ნა გამ­სა­ხურ­დი­ამ.

ევე­რეს­ტი (აგ­რეთ­ვე ცნო­ბი­ლი, რო­გორც ჯო­მო­ლუნ­გმა) - დე­და­მი­წის უმაღ­ლე­სი წერ­ტი­ლია. მისი სი­მაღ­ლე 8848 მეტ­რია და მდე­ბა­რე­ობს ჰი­მა­ლა­ი­ში, ნე­პა­ლი­სა და ჩი­ნე­თის სა­ზღვარ­ზე.

ალი­ნა გამ­სა­ხურ­დია კი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ შარ­შან გა­იც­ნო, რო­დე­სახ ნე­პალ­ში მა­ნას­ლუს მწვერ­ვა­ლი და­ლაშ­ქრა. შე­გახ­სე­ნებთ, მა­ნას­ლუ ზღვის დო­ნი­დან 8163 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე მდე­ბა­რე­ობს და მსოფ­ლი­ოს სი­მაღ­ლით მერ­ვეა...

რო­გორც ალი­ნა გამ­სა­ხურ­დია წერ­და, ევე­რეს­ტის და­სა­პყრო­ბად მან მზა­დე­ბა ჯერ კი­დევ თვე­ე­ბის წინ და­ი­წყო.

ambebi.ge ალი­ნას ნე­პალ­ში და­უ­კავ­შირ­და.

- გი­ლო­ცავთ ამ დიდ წარ­მა­ტე­ბას. რო­გორ შე­ძე­ლით ეს?

- დიდი მად­ლო­ბა. ევე­რესტზე ას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 19 თვის წინ მი­ვი­ღე - იმ დრო­ის­თვის ალ­პი­ნიზ­მში არა­ნა­ი­რი გა­მოც­დი­ლე­ბა არ მქონ­და. თუმ­ცა ოც­ნე­ბა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ აქ­ტი­უ­რად და­ვი­წყე ვარ­ჯი­ში და მთა­ში სი­ა­რუ­ლი. ამ პე­რი­ოდ­ში კი­დევ ხუთი მწვერ­ვა­ლი და­ვი­პყა­რი: იალ­ბუ­ზი, კი­ლი­მან­ჯა­რო, აკონ­კა­გუა, ლო­ბუ­ჩეს აღ­მო­სავ­ლე­თი და მა­ნას­ლუ.

- ამ­ჯე­რად რა იყო მთა­ვა­რი სირ­თუ­ლე?

- ამ რთუ­ლი მთის­თვის ფი­ზი­კუ­რად ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ყა­ვი მომ­ზა­დე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ზე რთუ­ლი მა­ინც მო­რა­ლუ­რად იყო - გაგ­რძე­ლე­ბა მა­შინ, როცა ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი ხარ, გცი­ვა ან საფრ­თხეა, გან­სა­კუთ­რე­ბით ე.წ. სიკ­ვდი­ლის ზო­ნა­ში - 8000 მეტრზე ზე­მოთ, სა­დაც უკვე ვე­რა­ვინ გიშ­ვე­ლის...

- მთამ­სვლე­ლე­ბის­გან მსმე­ნია, - ჩვენ მწვერ­ვალს კი არ ვი­პყრობთ, მას ვლაშ­ქრავთ. თქვენ შემ­თხვე­ვა­ში რო­გო­რაა?

- რა თქმა უნდა! ადა­მი­ა­ნი ვე­რას­დროს იპყრობს მთას - ის ყო­ველ­თვის უფრო ძლი­ე­რია. ჩვენ მხო­ლოდ "ნე­ბარ­თვას“ ვი­ღებთ, რომ ცოტა ხნით მისი მწვერ­ვალ­ზე ყოფ­ნის პა­ტი­ვი გვერ­გოს.

- 19 თვის წინ მთის­კენ სწრაფ­ვა რა­ტომ გა­გიჩ­ნდათ, რა­მაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, თქვენს მთამ­სვლე­ლო­ბას სტარ­ტი მის­ცა...

- ცხრა­მე­ტი თვის წინ ნე­პალ­ში ვი­ყა­ვი და ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად ჰი­მა­ლა­ე­ბი და­ვი­ნა­ხე. მა­შინ მივ­ხვდი, რომ მისი მხო­ლოდ შო­რი­დან ყუ­რე­ბა აღარ მინ­დო­და და მწვერ­ვალ­ზე დგო­მის სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა. მა­შინ და­ი­ბა­და ოც­ნე­ბა, რომ ავ­სუ­ლი­ყა­ვი ევე­რესტზე და ალ­პი­ნიზ­მით სე­რი­ო­ზუ­ლად დავ­კავ­დი.

- წვრთნას სად და რო­გორ გა­დი­ო­დით?

გააგრძელეთ კითხვა