როგორ ეხმაურება გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას - "ისე, მეც მიჭირს პაპიროსის გადაგდება..."
ექსპერტი გია ხუხაშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილს განცხადებას გამოეხმაურა.
"ლირიკას თავი რომ დავანებოთ, წერილის შინაარსი ასეთია - ჯერ ფულის დაბრუნებით კომპლექსი მომიხსენით და მერე დაგელაპარაკებითო.
ლოგიკური ნონსენსია, როდესაც “ორმხრივად სასარგებლო” შეთანხმებაც კი ვერ უხსნის კომპლექსს. ანუ კომპლექსი სახელმწიფო ინტერესზე და მის მიერ დეკლარირებულ პატრიოტიზმზე უფრო ძლიერი გრძნობაა. ისე მეც მიჭირს პაპიროსის გადაგდება…" - წერს ხუხაშვილი.