რუსეთში 17 წლის ბიჭის მიერ თანატოლების მასობრივი მკვლელობის დეტალები - წინასწარი ინფორმაციით, ბიჭმა ეს ტრაგედია უპასუხო სიყვარულის გამო მოაწყო - კვირის პალიტრა

რუსეთში 17 წლის ბიჭის მიერ თანატოლების მასობრივი მკვლელობის დეტალები - წინასწარი ინფორმაციით, ბიჭმა ეს ტრაგედია უპასუხო სიყვარულის გამო მოაწყო

მე­ო­რე დღეა, მსოფ­ლიო მე­დია რუ­სეთ­ში მომ­ხდა­რი სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ, წერს. 15 წლის ანას­ტა­სი­ამ და­ბა­დე­ბის დღე­ზე მე­გობ­რე­ბი და­პა­ტი­ჟა, რათა მო­ზარ­დებს უფ­რო­სე­ბის გა­რე­შე გა­ე­ტა­რე­ბი­ნათ დრო. მა­შინ ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ დღე­სას­წა­უ­ლი ტრა­გე­დი­ად გა­და­იქ­ცე­ო­და. ღა­მით 17 წლის ბიჭ­მა დანა აიღო და მე­გობ­რე­ბი და­ხო­ცა.

17 წლის მი­ხა­ილ პა­რა­მო­ნოვ­მა, რო­მე­ლიც იმ დრო­ის­თვის ძლი­ე­რად ნას­ვა­მი გახ­ლდათ, დანა აიღო და მძი­ნა­რე მე­გობ­რებს თავს და­ეს­ხა: ოთხი მო­ზარ­დი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, კი­დევ ოთხი კი სხვა­დას­ხვა და­ზი­ა­ნე­ბე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს (14 წლის მოს­წავ­ლე კის­რის არე­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით უკი­დუ­რე­სად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია).

წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბიჭ­მა ხოც­ვა-ჟლე­ტა უპა­სუ­ხო სიყ­ვა­რუ­ლის გამო მო­ა­წყო - აღ­მოჩ­ნდა, რომ მას იუ­ბი­ლა­რი გო­გო­ნა მოს­წონ­და და სწო­რედ მის­თვის იქი­რა­ვა აგა­რა­კი. თუმ­ცა გო­გო­ნამ მისი საქ­ცი­ე­ლი არ და­ა­ფა­სა და დას­ცი­ნა.

მი­ხა­ილ პა­რა­მო­ნო­ვი (მარ­ჯვნივ), რო­მე­ლიც მო­ზარ­დებს თავს და­ეს­ხა ტრა­გე­დი­ამ­დე ცოტა ხნით ადრე მო­ზარ­დმა ვი­დეო გა­და­ი­ღო, რო­მელ­შიც ამ­ბობ­და, რომ აპი­რებ­და "მაგ­რად დათ­რო­ბას". მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს, რომ მო­ზარ­დებ­მა სამი ბოთ­ლი არა­ყი, 15 კოქ­ტე­ი­ლი, ჯინი და მა­გა­რი ლუდი იყი­დეს.

ორი გო­გო­ნა სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა ტრა­გე­დი­ას: ერ­თმა აგა­რა­კი ხოც­ვა-ჟლე­ტამ­დე და­ტო­ვა, მე­ო­რემ კი დამ­ნა­შა­ვეს თავი მკვდრად მო­აჩ­ვე­ნა. მი­ხე­ილ­მა გო­გო­ნას დანა და­არ­ტყა, მსხვერ­პლი და­ე­ცა და თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭა. რო­დე­საც დამ­ნა­შა­ვე სხვა ოთახ­ში გა­ვი­და, დაჭ­რი­ლი სახ­ლი­დან გა­მო­ვარ­და და ყვი­რი­ლი და­ი­წყო. მე­ზობ­ლე­ბი და­სახ­მა­რებ­ლად მი­ვიდ­ნენ და მა­შინ­ვე პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს.

თავ­დას­ხმის შემ­დეგ მკვლელ­მა სახ­ლში ხან­ძა­რი გა­ა­ჩი­ნა, მაგ­რამ იქი­დან გა­მოს­ვლა თა­ვა­დაც ვერ შეძ­ლო და და­იწ­ვა.

გააგრძელეთ კითხვა