მდიდრები და ღარიბები საქართველოში ანუ რას გვაჩვენებს ჯინის კოეფიციენტი - კვირის პალიტრა

მდიდრები და ღარიბები საქართველოში ანუ რას გვაჩვენებს ჯინის კოეფიციენტი

საქართველოში სოციალური უთანასწორობის მაჩვენებელი შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს 2023 წელთან შედარებით, ჯინის კოეფიციენტი მთლიანი შემოსავლების მიხედვით 0,01 პუნქტით შემცირდა და 0.35 ნიშნულს მიაღწია.

უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა, როგორც მთლიანი შემოსავლების, ასევე მთლიანი სახსრების მიხედვით, შემცირდა 0.02-ით და 0.35 შეადგინა, ხოლო მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების და მთლიანი ხარჯების მიხედვით არ შეცვლილა და შესაბამისად 0.36 და 0.40 შეადგინა.

„საქსტატის“ მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, 2015-2024 წლებში, მთლიანი შემოსავლების მიხედვით, უთანასწორობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი - 0.41, 2017 წელს იყო, ხოლო ყველაზე დაბალი 2024 წელს.

განაგრძე კითხვა