პუტინის ფავორიტი სამხედრო „ცოცხალი ნაღმით“ გაანადგურეს?! - უკრაინელების უნიკალური ოპერაცია - კვირის პალიტრა

პუტინის ფავორიტი სამხედრო „ცოცხალი ნაღმით“ გაანადგურეს?! - უკრაინელების უნიკალური ოპერაცია (ვიდეო)

მაშინ როდესაც,რუსეთს ყოველღამე უკვე ასობით უკრაინული კამიკაძე-დრონი უტევს, აფეთქებები რუსეთის მოქალაქეებს აღარ უკვირთ, მაგრამ ის რაც მოხდა 29 მაისის ღამეს სტავროპოლის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან, მართლაც,რომ გამორჩეულია...

გამორჩეულია არა მარტო იმიტომ, რომ ამ აფეთქებას შეეწირა თავად რუსეთის პრეზიდენტის მიერ პირადად გამორჩეული და საბრძოლო ორდენებითა და მედლებით უხვად დაჯილოდებული ოფიცერი, რომელსაც დიდი პოლიტიკური კარიერისთვის ამზადებდა კრემლი, არამედ ის ხერხი, რომლითაც მისი ლიკვიდაცია განხორციელდა, რაც სადარბაზოს კარებში დაყენებულმა ვიდოკამერამ დააფიქსირა...

...ქუჩაში მდგარ ახალგზარდა კაცს უახლოვდება სადარბაზოდან გამოსული ასევე ახალგაზრდა ადამიანი და მათი საუბრის დაწყებისთნავე ხდება ძლიერი აფეთქება...

როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, სადარბაზოდან გამოსული 29 წლის ნიკიტა პენკოვის სხეულზე დამონტაჟებული იყო დისტანციურად მართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის დეტონაციის შედეგად პენკოვის სხეული შუაზე „გადაიჭრა“, ხოლო მისი თანმოსაუბრე მძიმე ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

1-ape-1748509246.jpg
უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ „გმირს“, მაიორ ზაურ გურციევს პუტინი წარმატებულ პოლიტიკურ კარიერას უმზადებდა, თუმცა...

რუსი გამომძიებლები აცხადებენ, რომ პენკოვმა შეიძლება არც კი იცოდა, რომ „დანაღმული“ იყო და უკრაინის სპეცსამსახურებმა ის გამოიყენეს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ „გმირის“ ზაურ გურციევის სალიკვიდაციოდ.

34 წლის მაიორი ზაურ გურციევი აქტიურად მონაწილოებდა უკრაინული მარიუპოლის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვების ორგანიზირებაში, რითაც მიიპყრო კრემლის ყურადღება, იქცა თვით პუტინის ფავორიტად და „გმირების დროს“ პროგრამის ფარგლებში ზაურ გურციევი სტავროპოლის ადმინისტრაციის მეთაურის პირველ მოადგილედ დანიშნეს, რაც ყოფილი სამხედროს წარმატებული პოლიტიკური კარიერის დაწყების პირველი საფეხური უნდა გამხდარიყო რუსეთის დედაქალაქში გადაყვანის წინ...

თუმცა,ვლადიკავკაზში დაბადებულ, რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფილ მაიორს, რომელიც კოორდინირებას უწევდა უკრაინული მარიუპოლის დაუნდობელ დაბომბვებს და შეიძლება სწორედ მის მიერაც იყო გაგზავნილი რუსული საფრონტო ბომბდამშენი მარიუპოლის დრამატურგიული თეატრის შენობის დასაბომბად (რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა ამ შენობაში თავშეფარებულ მშვიდობიან მოსახლეობაში), პოლიტიკური აღმასვლა აღარ დააცალეს და დიდი ალბათობით მასზე შური იძიეს,ისევე როგორც არაერთ სხვა რუს ოფიცერზე,რომლებმაც მანამდე „თავი გამოიჩინეს“ უკრაინის მოსახლების მასობრივ განადგურებაში...