დაკავებულია შუახნის ასაკის მამაკაცი, 10 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე - კვირის პალიტრა

დაკავებულია შუახნის ასაკის მამაკაცი, 10 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე

ბათუმში, 10 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე 1 პირი დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია შუახნის ასაკის მამაკაცი.

"ინტერპრესნიუსი"