გიორგი უშიკიშვილი და ნანუკა კუპატაძე მეორე შვილს ელოდებიან - ვიდეო სქესის გაგების ცერემონიიდან - კვირის პალიტრა

გიორგი უშიკიშვილი და ნანუკა კუპატაძე მეორე შვილს ელოდებიან - ვიდეო სქესის გაგების ცერემონიიდან

მომღერალი გიორგი უშიკიშვილი და მსახიობი ნანუკა კუპატაძე მალე მეორე შვილის მშობლები გახდებიან. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, წყვილი კვლავ ვაჟს ელოდება. სქესის გაგების ცერემონია ნანუკას დაბადების დღის წვეულებას დაამთხვიეს და ახლობლების წრეში მოაწყვეს ეს სასიხარულო ამბავი.

ნანუკა ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მსახიობია. სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ბოლო სეზონიდანაც ახსოვს მაყურებელს. მას და გიორგის ერთი ვაჟი ჰყავთ. გიორგის გაცნობისა და მასთან ურთიერთობის დეტალებზე ინტერვიუში ყვება:

"ძალიან უკარება ვიყავი. ჩემი პირველი სიყვარული გიორგია"