"დღეს ილონ მასკის ბოლო სამუშაო დღე იქნება, მაგრამ..." - რას წერს დონალდ ტრამპი - კვირის პალიტრა

"დღეს ილონ მასკის ბოლო სამუშაო დღე იქნება, მაგრამ..." - რას წერს დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ პარასკევი ილონ მასკის ბოლო სამუშაო დღე იქნება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

„ილონ მასკთან ერთად ოვალურ კაბინეტში პრესკონფერენცია მექნება. ეს მისი ბოლო დღე იქნება, თუმცა სინამდვილეში არა, რადგან ის ყოველთვის ჩვენთან იქნება და ყველანაირად დაგვეხმარება. ილონი შესანიშნავია!“,- წერს ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

შეგახსენებთ, ილონ მასკმა გუშინ განაცხადა, რომ მისი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის, თანამდებობაზე ყოფნის ვადა იწურება და მთავრობაში უსარგებლო ხარჯების შემცირების შესაძლებლობის მიცემისთვის ტრამპს მადლობა გადაუხადა.

"ინტერპრესნიუსი"