"გელამ გამტაცა ქმარი" - რას წერს ნიკა მელიას მეუღლე, დაკავების რა დეტალებს ჰყვებიან თანაპარტიელები და რას ამბობენ შსს-ში - კვირის პალიტრა

"გელამ გამტაცა ქმარი" - რას წერს ნიკა მელიას მეუღლე, დაკავების რა დეტალებს ჰყვებიან თანაპარტიელები და რას ამბობენ შსს-ში

გვი­ან ღა­მით, ლი­სის ტბის ასახ­ვევ­თან "კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის" ერთ-ერთი ლი­დე­რი ნიკა მე­ლია და­ა­კა­ვეს. ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ კო­ა­ლი­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხურ­მა გა­ავ­რცე­ლა. მე­ლია სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა­ში - „ორ ცე­ცხლს შუა“ - მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მიზ­ნით მი­ე­მარ­თე­ბო­და.

რო­გორც კო­ა­ლი­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მი­რან­და ბა­ღა­თუ­რია ამ­ბობს, მისი ავ­ტო­მო­ბი­ლი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ გა­ა­ჩე­რა, ხოლო მა­ლე­ვე ად­გილ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 100-მდე სა­მო­ქა­ლა­ქო ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლი პირი, მათ შო­რის კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, გა­მოჩ­ნდნენ. დაც­ვის წევ­რებს წა­არ­თვეს ტე­ლე­ფო­ნე­ბი, ამო­ი­ღეს ჩი­პე­ბი და გა­და­აგ­დეს. მე­ლია ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან გად­მო­იყ­ვა­ნეს და სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სით წა­იყ­ვა­ნეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ნიკა მე­ლია და­კა­ვე­ბუ­ლია ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 173-ე მუხ­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა სი­ტყვი­ერ ან/და სხვაგ­ვარ შე­უ­რა­ცხმყო­ფელ ქმე­დე­ბას მათი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას."კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ლი­დერ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ მე­ლი­ას და­კა­ვე­ბა "ჩა­საფ­რე­ბით გა­ტა­ცე­ბას" შე­ა­და­რა. მისი თქმით, ოპე­რა­ცია პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად გან­ხორ­ცი­ელ­და: ად­გი­ლი ჰქონ­და კა­მე­რე­ბის წარ­თმე­ვას და ყვე­ლა მოწ­მის იზო­ლა­ცი­ას, რათა ვი­დე­ო­მა­სა­ლა არ შე­მორ­ჩე­ნი­ლი­ყო. გვა­რა­მია აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს იყო წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი, კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცია.

"ეს არ იყო ნიკა მე­ლი­ას და­კა­ვე­ბა. პირ­და­პი­რი ჩა­საფ­რე­ბით მო­ი­ტა­ცეს. გა­მოვ­კი­თხე ისი­ნი, ვინც ნი­კას­თან ერ­თად იყ­ვნენ: ნიკა მი­დი­ო­და გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რად. ლი­სის ტბის ასახ­ვევ­თან აჩე­რებს ერთი პატ­რუ­ლის მან­ქა­ნა და ეუბ­ნე­ბა, რომ მან­ქა­ნის შუ­შის და­ბურ­ვა­ზე უნდა და­გა­ჯა­რი­მოო, ამას ეუბ­ნე­ბა მე­ო­რე მან­ქა­ნას, ნი­კას მან­ქა­ნა არ არის და­ბუ­რუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მი­დის წინა მან­ქა­ნას­თა­ნაც, ფან­ჯა­რას ჩა­ა­წე­ვი­ნებს, ხე­დავს ნი­კას და შემ­დეგ რა­ცი­ით გა­დას­ცემს, რომ "ობი­ექ­ტი აქ არის". უცებ მო­დის 10-ზე მეტი მან­ქა­ნა, 1 სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი, ხალ­ხი ასევ გა­მო­დის ტყის პი­რი­დან. ნი­კას დაც­ვას არა­ფე­რი რომ არ და­ე­ნა­ხა და არ ჩა­რე­უ­ლი­ყო მან­ქა­ნას­თან აყუ­დე­ბენ, აყუ­დე­ბენ ყვე­ლას ნი­კას გარ­და. ნიკა გად­მოჰ­ყავთ და შეჰ­ყავთ მარ­შუტ­კა­ში.

ყვე­ლა კა­მე­რა, რო­მე­ლიც ორი­ვე მან­ქა­ნას ჰქონ­და, მოგ­ლი­ჯეს და თან წა­ი­ღეს. ხალ­ხმა, რო­მელ­მაც თვი­თონ უნდა გა­და­ი­ღოს და­კა­ვე­ბის ოპე­რა­ცია რაც კი კად­რე­ბი შე­იქ­მნა მოგ­ლე­ჯი­ლი და წა­ღე­ბუ­ლი აქვთ, რათა არ იყოს კვა­ლი. იყო 100-მდე ადა­მი­ა­ნი, ყვე­ლა შა­ვებ­ში ჩაც­მუ­ლი. რე­ა­ლუ­რად, ეს იყო კრიმ­პო­ლის ოპე­რა­ცია" - ამ­ბობს გვა­რა­მია.

გააგრძელეთ კითხვა