"მა­მაჩვენს ხან­მოკ­ლე ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, პარტნი­ო­რი დაორსულდა და... აი­და­ნი ფლო­რი­და­ში და­ი­ბა­და... გენეტიკური ტესტი გაიკეთა" - ჯიჯი და ბელა ჰადიდებმა ოჯახის შოკისმომგვრელი საიდუმლო გაამხილეს - კვირის პალიტრა

"მა­მაჩვენს ხან­მოკ­ლე ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, პარტნი­ო­რი დაორსულდა და... აი­და­ნი ფლო­რი­და­ში და­ი­ბა­და... გენეტიკური ტესტი გაიკეთა" - ჯიჯი და ბელა ჰადიდებმა ოჯახის შოკისმომგვრელი საიდუმლო გაამხილეს

სუ­პერ­მო­დელ­მა დებ­მა, ჯიჯი და ბელა ჰადი­დებ­მა სა­ი­დუმ­ლო გა­ამ­ხი­ლეს - მათი გან­ცხა­დე­ბით, ჰყავთ ნა­ხე­ვარ­და, 23 წლის აი­დან ნიქ­სი.

მო­დე­ლებ­მა ნა­ხე­ვარ­დის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლეს, სა­დაც წე­რია, რომ აი­და­ნი ჰა­დი­დე­ბის მა­მას, მო­ჰა­მედ ჰა­დიდს ტერი ჰე­ტფილდ და­ნის­გან, მცი­რეხ­ნი­ა­ნი რო­მა­ნის შემ­დეგ შე­ე­ძი­ნა.

"20 წელ­ზე მეტი ხნის წინ, ჩვენს მა­მას ხან­მოკ­ლე ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, რა­საც მისი პარტნი­ო­რის ორ­სუ­ლო­ბა მოჰ­ყვა. აი­და­ნი ფლო­რი­და­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. გო­გო­ნა გა­ზარ­და დე­დის პარტნი­ორ­მა მა­მა­კაც­მა. აი­დანს კი სჯე­რო­და, რომ სწო­რედ ის მა­მა­კა­ცი იყო მისი მამა. აი­და­ნის გამ­ზრდე­ლი მამა მო­უ­ლოდ­ნე­ლად მა­შინ გარ­და­იც­ვა­ლა, როცა გო­გო­ნა 19 წლის იყო", - აცხა­დე­ბენ ჯიჯი და ბელა.

ერთ დღე­საც გო­გო­ნამ გე­ნე­ტი­კუ­რი ტეს­ტის გა­კე­თე­ბა გა­და­წყვი­ტა და პა­სუ­ხი შო­კის­მომ­გვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა - გა­ირ­კვა, რომ კაცი, რო­მე­ლიც ზრდი­და, მისი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მამა არ იყო.

ჯიჯი და ბელა ამ­ბო­ბენ, რომ აი­და­ნის შე­სა­ხებ და­ახ­ლო­ე­ბით, ორი წლის წინ გა­ი­გეს. პირ­ვე­ლად 2023 წლის ბო­ლოს და­უ­კავ­შირ­დნენ ერ­თმა­ნეთს. ეს მა­შინ მოხ­და, რო­დე­საც აი­და­ნი პა­რიზ­ში სას­წავ­ლებ­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და. დები ჰა­დი­დე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ამის შემ­დეგ აი­დან­მა დრო გა­ა­ტა­რა მთე­ლი ოჯა­ხის გვერ­დით, მათ შო­რის 78 წლის მო­ჰა­მედ­თან, ბი­ო­ლო­გი­ურ მა­მას­თან. ბელა და ჯიჯი ამ­ბო­ბენ, რომ ნა­ხე­ვარ­დას სიყ­ვა­რუ­ლით შეხ­ვდნენ.