უცნობი ისტორია ხვიჩა კვარაცხელიაზე - როგორ გადაარჩინა "კვარამ" მამა
ცნობილი გამოცემა The New York Times-ი ქართველი შემტევი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს სახელწოდებით „ხვიჩა კვარაცხელია, პსჟ-ს ქართველი მხატვარი, რომლის უნარმა მამამისის სიცოცხლე გადაარჩინა. გთავაზობთ ვრცელი ინტერვიუდან ამონარიდს:
"ის ზაფხულს წალენჯიხაში, მშობლიურ ქალაქში ატარებდა, რომელიც კავკასიის მთებითაა გარშემორტყმული. წალენჯიხაში მხოლოდ 25 000 მცხოვრებელია. თუმცა ამ რაიონიდან ბევრი სახელოვანი ქართველია: ტერენტი გრანელი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული პოეტი იყო, მელიტონ ქანთარიამ კი 1945 წელს რაიხსტაგზე საბჭოთა დროშა აღმართა.
მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასული „პარი სენ-ჟერმენის“ 24 წლის ვინგერის პოპულარობამ ყველა მათგანი დაჩრდილა. ევროპის სეზონის მთავარ საკლუბო მატჩამდე გამოცემა "ნიუ იორკ თაიმსი" თბილისს ეწვია.
მამამისი, ბადრი ფეხბურთელი იყო - ის რამდენიმე წლის განმავლობაში აზერბაიჯანში თამაშობდა და მის ეროვნულ ნაკრებში სამი მატჩიც კი ჩაატარა. აზერბაიჯანში მწვრთნელობისას, როდესაც კვარაცხელია პროფესიულ ფეხბურთში სამწვრთნელო როლში პირველ ნაბიჯებს დგამდა, ბადრის ექიმებმა უთხრეს, რომ სასწრაფოდ გულის ოპერაცია სჭირდებოდა, მაგრამ ოჯახს ამის საშუალება არ ჰქონდა.
ხვიჩამ 18 წლის ასაკში შეთავაზება მოსკოვის "ლოკომოტივიდან" მიიღო, "კვარას" არ სურდა საქართველოდან წასვლა. თუმცა მან სწრაფად გააცნობიერა, რომ ეს აუცილებელი იყო და "რუსთავიდან" იჯარით მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავიდა.
"მას ამ ფულზე კითხვაც არ გასჩენია და მთელი თავისი პირველი ხელფასი მოგვცა", - ამბობს ბადრი კვარაცხელია ინტერვიუს დროს.