რას წერს ევროკავშირის პრესსპიკერი საქართველოზე ? - კვირის პალიტრა

რას წერს ევროკავშირის პრესსპიკერი საქართველოზე ?

პოლიტიკური ფიგურებისა და აქტივისტების დევნა დემოკრატიულ ღირებულებებს არღვევს, ყველა, ვინც ფუნდამენტური უფლებების გამოყენებისთვის იქნა დაკავებული, უნდა გათავისუფლდეს. ამის შესახებ საგარეო საქმეებისა და უსაფრთხოების პოლიტიკაზე ევროკავშირის პრესსპიკერი, ანუარ ელ ანუნი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“საქართველო: ზურაბ ჯაფარიძის [დაპატიმრებიდან] ერთი კვირის შემდეგ გუშინ კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლიდერი, ნიკა მელია იქნა დაპატიმრებული.

პოლიტიკური ფიგურებისა და აქტივისტების დევნა დემოკრატიულ ღირებულებებს არღვევს.

ყველა, ვინც ფუნდამენტური უფლებების გამოყენებისთვის იქნა დაკავებული, უნდა გათავისუფლდეს,” - წერს ელ ანუნი.

"ინტერპრესნიუსი"