"როგორ შეაჩერებთ კვარაცხელიას?" - "ინტერის" თავდამსხმელის პასუხი კითხვაზე და პსჟ-ს განწყობა დიდი ფინალის წინ
ევროპული საკლუბო ფეხბურთის გვირგვინს, ჩემპიონთა ლიგის ფინალს, განსაკუთრებულად ველით. ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ "ინტერის" წინააღმდეგ - დღეს, 31 მაისს, 23:00 საათზე.
პარიზელები ტიტულის პირველად დაუფლებას ეცდებიან, მილანელებმა კი გადამწყვეტი დაპირისპირება 2 წლის წინ დათმეს და მისი გამოსწორება სურთ.
ფინალში ორი სხვადასხვა სტილის გუნდი შეხვდება და რთულია თქმა, რომელი აჯობებს. პსჟს თავისუფალი, ექსპანსიური ფეხბურთი სასიამოვნოა, ხოლო "ინტერის" ელეგანტურობამა და ტაქტიკურმა სიჯიუტემ გზიდან გრანდები ჩამოიცილა.
ფინალში "ინტერთან" შეხვედრამდე პსჟ-ს თავდამსხმელმა უსმან დემბელემ ისაუბრა:
"საკუთარ თავზე ვიყავით კონცენტრირებული და სეზონის უმნიშვნელოვანესი მატჩი გველოდება. რას ვფიქრობ "ოქროს ბუცზე“? ამაზეც ვფიქრობ, მაგრამ ინდივიდუალურ ჯილდოებზე უფრო ჩემთვის მთავარი გუნდის წარმატებაა. ლუის ენრიკეს უნდოდა ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე მეთამაშა, სადაც მოქმედების მეტი თავისუფლება მაქვს და ეს მომწონს. კვარაცხელია? "კვარა" ძალიან კარგი ფეხბურთელია, ადაპტაციის პერიოდი ადვილად გაიარა და გუნდს შეეგუა. თუმცა, ეს აქ რთული არ არის. სწრაფად ხვდება, მისგან რასაც ითხოვენ. ძალიან კარგი ფეხბურთელია“. გააგრძელეთ კითხვა