ზურიკო დავითაშვილის ემოციები "კვარას" გოლზე
ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-მ "ინტერი" 5:0 გაანადგურა.
73-ე წუთზე თავის გამოჩენა პარიზელთა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოახერხა და გახდა პირველი ქართველი, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.
"ალიანც არენაზე" ფინალურ მატჩს "კვარას" მეგობარი და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილიც ესწრებოდა, გთავაზობთ მის ემოციებს ხვიჩას გატანილ გოლზე.