9 წლის ქალიშვილის უმძიმესი ტრაგედია:"მას ვუთხარი - ჰანა ცოცხალია, არა ფიზიკურად, არამედ სულიერად"
2025 წლის 31 მაისს, "პარი სენ-ჟერმენმა" (PSG) ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ჩემპიონთა ლიგაზე. პარიზელებმა "ინტერის" წინააღმდეგ გამართულ ფინალურ მატჩში, მიუნხენში 5:0 გაიმარჯვეს.
მატჩის შემდეგ მოედანზე ემოციური სცენები ვნახეთ. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო მომენტი, როდესაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, პატივი მიაგო თავისი ქალიშვილის, ჰანას ხსოვნას.
ლუის ენრიკეს ქალიშვილი 2019 წლის აგვისტოში გარდაიცვალა - ის მხოლოდ 9 წლის იყო და ძვლის იშვიათი კიბოს ფორმით, ოსტეოსარკომით იტანჯებოდა.
ემოცია - წარსული და აწმყო მოედანზე
ენრიკემ მატჩის დასრულების შემდეგ მაისური გაიხადა და ჰანას გამოსახულებიანი მაისური ჩაიცვა. მაისურზე დატანილი ფოტო 2015 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს უკავშირდებოდა, როდესაც ჰანამ, ბარსელონას გამარჯვების შემდეგ, მინდორზე კლუბის დროშა ჩაარჭო. ზუსტად ეს მომენტი აირჩიეს PSG-ის ფანებმაც და უზარმაზარი ტილო გაშალეს ჰანას იმავე ფოტოთი, რაზეც ლუის ენრიკეს თვალები ცრემლით აევსო.
თუმცა პსჟ-ს მტავარმა მწვრთნელმა ასეთი კომენტარი გააკეთა: "ჩემთვის ჩემპიონთა ლიგის მოგება საჭირო არ ყოფილა, რომ ჰანა გამხსენებოდა“
მატჩის შემდეგ ლუის ენრიკემ თქვა:"ჩემთვის ჩემპიონთა ლიგის მოგება საჭირო არ ყოფილა, რომ ჰანა გამხსენებოდა. ის ყოველთვის ჩემთან და ჩემს ოჯახთან ერთად არის. ვგრძნობ მის ყოფნას. ჩემთვის მნიშვნელოვანია, უარყოფითში პოზიტივი ვიპოვო. ეს არის ჩემი აზროვნება. ბედნიერი ვიყავი, როცა ბანერი დავინახე, მაგრამ მე ყოველთვის ვფიქრობ ჰანაზე - ის ყოველთვის აქ არის.
ძალიან ემოციური იყო. საოცარია იმის ცოდნა, რომ ფანებმა ჩემი ოჯახი გაიხსენეს."
ხანას ენრიკეს ყოველდღიურობა55 წლის მწვრთნელი ხშირად საუბრობს იმაზე, თუ როგორ აგრძელებს ცხოვრებას ჰანას ხსოვნით. 2024 წელს გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში "Luis Enrique: You Have No F**ing Idea"*, ენრიკე ჰყვება:
"ჩემი ქალიშვილი ჩვენთან 9 შესანიშნავი წელი ცხოვრობდა. ჩვენ ათასობით ლამაზი მოგონება გვაქვს. შესაძლოა ვინმემ მკითხოს, თავი ბედნიერად უნდა ვიგრძნო თუ არა. მე ვამბობ - თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. ძალიან.
დედაჩემი ვერ თმობდა ჰანას ფოტოსურათებს. ერთხელ ვკითხე, რატომ არ დევს ფოტოები. მითხრა, ვერ ვუძლებ. ვუთხარი - ჰანა ცოცხალია. არა ფიზიკურად, მაგრამ სულიერად. ჩვენ ყოველდღე ვლაპარაკობთ მასზე, ვიხსენებთ და ვიცინით. დარწმუნებული ვარ, ის ჩვენ გვხედავს.“
ელენა კულელიზე ლუის ენრიკემ 1997 წელს იქორწინა. ის ესპანელია და პროფესიით ეკონომისტი. ელენა მედიისგან ყოველთვის შორს იჭერდა თავს, თუმცა იმ დროს გამოჩნდა საზოგადოებაში, როდესაც მათი ქალიშვილი მძიმე სენით დაავადდა.წყვილს ჰანას გარდა კიდევ ორი შვილი ჰყავთ. პაჩო ენრიკე, რომელიც ასევე სპორტით არის დაინტერესებული და ქალიშვილი სირა ენრიკე, რომელიც ჰანაზე უფროსია.
მნიშვნელოვან დღეს ოჯახი ლუის ენრიკეს გვერდით იყო და გუშინ, მასთან ერთად გაიზიარეს ფანების მიერ მოედანზე გადმოფენილი ბანერით განცდილი სიხარული.წაიკითხეთ ვრცლად