ქაოსში გადაზრდილი ზეიმი პსჟ-ს გამარჯვების შემდეგ - 2 გარდაცვლილი, 550-ზე მეტი დაკავებული, გადამწვარი მანქანები და დარბეული ქუჩები
"პარი სენ-ჟერმენის" წუხანდელი გამარჯვების შემდეგ ზოგიერთ გულშემატკივარს აღნიშვნა ძვირად დაუჯდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2 ადამიანი გარდაიცვალა, ასობით კი დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქ დაქსში გულმკერდის არეში დანით მიყენებული ჭრილობით 17 წლის ბიჭი გარდაიცვალა (ჯერჯერობით დაუდგენელია, უკავშირდებოდა თუ არა მისი მკვლელობა მატჩის შედეგებს). აგრეთვე დაღუპულია 23 წლის მამაკაცი, რომელიც პარიზის ცენტრში სკუტერით მოძრაობდა და ავტომობილს შეეჯახა. გააგრძელეთ კითხვა