"კვარა", როგორც მამიკო - რა ფოტოები ვრცელდება სოციალურ ქსელში?
Geo Team სოციალურ ქსელში "კვარასა" და დამიანეს ფოტოებს აქვეყნებს.

მიუნხენში შეიძლება ითქვას რომ წლის მთავარი მატჩი - ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართა. ეს მატჩი ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო, რადგან ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-სთან ერთად გამარჯვების შანსი და უმნიშვნელოვანესი ტიტულის მოგების შანსი ჰქონდა, რაც გუნდმაც და ხვიჩამაც გამოიყენა. ჩვენებურის გუნდი იტალიურ "ინტერს" დაუპირისპირდა და გაიმარჯვა ანგარიშით: 5:0.

"კვარას" შესანიშნავმა გოლმა ქართველი გულშემატკივრები უფრო გაახარა. ის ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.