"ჯო ბაიდენი ჯერ კიდევ 2020 წელს სიკვდილით დასაჯეს და კლონით ან რობოტით შეცვალეს" - ტრამპი და შეთქმულების თეორიები - კვირის პალიტრა

"ჯო ბაიდენი ჯერ კიდევ 2020 წელს სიკვდილით დასაჯეს და კლონით ან რობოტით შეცვალეს" - ტრამპი და შეთქმულების თეორიები

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის პლატფორმაზე Truth Social-ზე გაიზიარა შეთქმულების თეორია, რომ ჯო ბაიდენი ჯერ კიდევ 2020 წელს სიკვდილით დასაჯეს და კლონით ან რობოტით შეცვალეს. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.

ტრამპმა გამოაქვეყნა ანონიმური მომხმარებლის შეტყობინება, რომელიც ამტკიცებს, რომ ბაიდენი ადამიანი კი არა, რობოტიზირებული უსულო არსებაა. თეთრ სახლს არ გაუკეთებია კომენტარი იმაზე, რატომ გაავრცელა ეს ამბავი ტრამპმა და თვითონ სჯერა თუ არა ამ ვერსიი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტრამპი დეზინფორმაციას ავრცელებს. ის წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ 2020 წელს არჩევნები მოპარეს, ბარაქ ობამა ამერიკის მოქალაქე არ არის, ჰაიტელი მიგრანტები და შინაურ ცხოველებს ჭამენ.

მას არც თანაგუნდელები ჩამორჩებიან. მაგალითად, რობერტ კენედი-უმცროსი ამტკიცებდა, რომ ვაქცინაცია აუტიზმს იწვევს.