აქციებისას დაკავებულ 26 წლის გურამ ხუტაშვილს და 23 წლის დანიელ მუმლაძეს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ - კვირის პალიტრა

აქციებისას დაკავებულ 26 წლის გურამ ხუტაშვილს და 23 წლის დანიელ მუმლაძეს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული 26 წლის გურამ ხუტაშვილი და 23 წლის დანიელ მუმლაძე, რომელთაც რუსთაველის გამზირზე, სხვადასხვა ადგილზე 112-ის დამონტაჟებული ვიდეოკამერების დაზიანებას ედავებოდნენ, სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ლილი მსხილაძის გადაწყვეტილებით, ორივე მათგანს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

დაცვის მხარემ მტკიცებულებები უდავო გახადა, თუმცა, პროკურატურამ ხუტაშვილ-მუმლაძეს საპროცესო შეთანხმებაზე უარი უთხრა.

სახელმწიფო ბრალდების განცხადებით, ზარალი 11 2000 ლარს შეადგენს.

ცნობისთვის, გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 3-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"