ვულკანი "ეტნა" ამოიფრქვა: როგორ გარბიან შემზარავი კადრების ხილვისას ტურისტები - კადრები იტალიიდან - კვირის პალიტრა

ვულკანი "ეტნა" ამოიფრქვა: როგორ გარბიან შემზარავი კადრების ხილვისას ტურისტები - კადრები იტალიიდან

იტა­ლი­ა­ში ვულ­კა­ნი "ეტნა" ამო­იფ­რქვა. ვრცელ­დე­ბა ფოტო და ვი­დეო კად­რე­ბი, სა­დაც ფერ­ფლი­სა და კვამ­ლის უზარ­მა­ზა­რი ღრუბ­ლე­ბი ჩანს.

იტა­ლი­ის გე­ო­ფი­ზი­კი­სა და ვულ­კა­ნო­ლო­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (INGV) ცნო­ბით, ამ ად­გი­ლას დღეს დი­ლით რამ­დე­ნი­მე "მზარ­დი ინ­ტენ­სი­ვო­ბის" აფეთ­ქე­ბა და­ფიქ­სირ­და.

ამოფრქვე­ვის სრუ­ლი მას­შტა­ბე­ბი ამ­ჟა­მად უც­ნო­ბია. ვრცელ­დე­ბა კად­რე­ბი, რო­გორ გარ­ბი­ან ახ­ლომ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან ადა­მი­ა­ნე­ბი. "ეტნა" მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი ვულ­კა­ნია, ამოფრქვე­ვე­ბი იშ­ვი­ა­თი არ არის და იშ­ვი­ა­თად იწ­ვევს მნიშ­ვნე­ლო­ვან ზი­ანს ან და­შა­ვე­ბას. თუმ­ცა ამ­ჟა­მად, რო­გორც ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლი­დან ჩანს, ვულ­კა­ნის ამოფრქვე­ვა მას­შტა­ბუ­რია.