"იუ­რი­დი­უ­ლად ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­და" - ბრედ პიტის პირველი კომენტარი ანჯელინა ჯოლისთან განქორწინებაზე წლების შემდეგ - კვირის პალიტრა

"იუ­რი­დი­უ­ლად ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­და" - ბრედ პიტის პირველი კომენტარი ანჯელინა ჯოლისთან განქორწინებაზე წლების შემდეგ

ბრედ პიტ­მა ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან, ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის­თან გან­ქორ­წი­ნე­ბის და­ძა­ბულ და ხან­გრძლივ პრო­ცეს­ზე სა­ჯა­როდ პირ­ვე­ლად ისა­უბ­რა.

ყო­ფილ­მა მე­უღ­ლე­ებ­მა გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში სა­ბო­ლო­ოდ და­ას­რუ­ლეს სა­მარ­თლებ­რი­ვი დავა და შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წი­ეს - ამ შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვას 8 წელ­ზე უფრო მეტი დრო დას­ჭირ­და.

ჟურ­ნალ GQ-სთან ახალ ინ­ტერ­ვი­უ­ში, პიტს ჰკი­თხეს, გრძნობ­და თუ არა რა­ი­მეს გან­სხვა­ვე­ბულს მას შემ­დეგ, რაც ყო­ფილ ცოლ­თან სა­მარ­თლებ­რი­ვი დავა ოფი­ცი­ა­ლუ­რად დას­რულ­და და იგ­რძნო თუ არა შვე­ბა, რა­საც მსა­ხი­ობ­მა ასე უპა­სუ­ხა:

"არა, არ ვფიქ­რობ, რომ ეს ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია, უბ­რა­ლოდ, იუ­რი­დი­უ­ლად ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­და, სულ ესაა".

პიტი ამ­ჟა­მად ახალ ფილმში მო­ნა­წი­ლე­ობს, რო­მე­ლიც სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო რბო­ლებ­ზეა მოგ­ვი­თხრობს. "F1“-ის ეკ­რა­ნებ­ზე გა­მოს­ვლა 27 ივ­ნის­საა და­გეგ­მი­ლი. GQ-ს ინ­ტერ­ვი­უ­ში ვარ­სკვლავს ასე­ვე ჰკი­თხეს, იყო თუ არა შეგ­ნე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ თა­ვი­სი ახა­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის, ინეს დე რა­მო­ნის გვერ­დით პირ­ვე­ლად Formula-1- ის რბო­ლა­ზე გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო.

გააგრძელეთ კითხვა