ვინ და როდის მიიღებს ბილ გეითსის ქონების 99%-ს? - რას აცხადებს მილიარდერი?
Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი აცხადებს, რომ ქონების უმეტეს ნაწილს მომდევნო წლების განმავლობაში აფრიკაში ჯანდაცვისა და განათლების სერვისების გაუმჯობესებას მოახმარს.
"ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და განათლება ის გზაა, რომლითაც აფრიკის ყველა ქვეყანა კეთილდღეობის გზას უნდა დაადგეს", - აცხადებს ბილ გეითსი. ამის შესახებ მილიარდერმა ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და მოუწოდა აფრიკელ ახალგაზრდებს, დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორ შექმნან ხელოვნური ინტელექტი კონტინენტზე ჯანდაცვის გასაუმჯობესებლად.
ბილ გეითსმა გასულ თვეში განაცხადა, რომ 2045 წლისთვის თავისი ქონების 99%-ს გასცემს და ქველმოქმედებას მოახმარს.