აქტივისტებმა პარიზის მუზეუმიდან ემანუელ მაკრონის ცვილის ფიგურა მოიპარეს და რუსეთის საელჩოსთან დადგეს - რა გააპროტესტა Greenpeace-მა? - კვირის პალიტრა

აქტივისტებმა პარიზის მუზეუმიდან ემანუელ მაკრონის ცვილის ფიგურა მოიპარეს და რუსეთის საელჩოსთან დადგეს - რა გააპროტესტა Greenpeace-მა?

Greenpeace-ის აქ­ტი­ვის­ტებ­მა პა­რი­ზის მუ­ზე­უ­მი­დან საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის ცვი­ლის ფი­გუ­რა მო­ი­პა­რეს და რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს­თან მი­ი­ტა­ნეს.

რო­გორც მე­დია წერს, სამ­მა აქ­ტი­ვის­ტმა გრე­ვი­ნის ცვი­ლის ფი­გუ­რე­ბის მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ფორ­მე­ბი ჩა­იც­ვა და ად­გილ­ზე ასე შე­აღ­წი­ეს, შემ­დეგ და­ახ­ლო­ე­ბით 40 ათა­სი ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბის ფი­გუ­რა ნაჭ­რის ქვეშ და­მა­ლეს და სა­გან­გე­ბო გა­სას­ვლე­ლი­დან გა­ი­ტა­ნეს.

ფი­გუ­რა პა­რიზ­ში რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს შე­ნო­ბა­ში მი­ი­ტა­ნეს და დიდი ბა­ნე­რის წინ დად­გეს, სა­დაც ეწე­რა: "უკ­რა­ი­ნა იწ­ვის, ბიზ­ნე­სი გრძელ­დე­ბა“.

"ამით აქ­ტი­ვის­ტებ­მა გა­აპ­რო­ტეს­ტეს მაკ­რო­ნის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ფრან­გუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნა­ში სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის შემ­დეგ რუ­სეთ­თან საქ­მი­ან ურ­თი­ერ­თო­ბას აგ­რძე­ლე­ბენ,“ - წერს bbc.

Greenpeace-ის საფ­რან­გე­თის ხელ­მძღვა­ნელ­მა ჟან-ფრან­სუა ჟუ­ლი­არ­მა AFP-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ პა­რი­ზი "ორ­მაგ თა­მაშს თა­მა­შობს“ უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რით, ამავდრო­უ­ლად კი ფრან­გუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი რუ­სე­თი­დან გა­ზი­სა და სა­სუ­ქე­ბის იმ­პორ­ტს აგ­რძე­ლე­ბენ.

მისი თქმით, მაკ­რო­ნი "ამ ორ­მაგ დის­კურსს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს“ და "პირ­ვე­ლი უნდა იყოს“ ევ­რო­პელ ლი­დე­რებს შო­რის, ვინც რუ­სულ კომ­პა­ნი­ებ­თან სა­ვაჭ­რო კონ­ტრაქ­ტებს და­არ­ღვევს.

გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტო/ვიდეო