პუტინის მემორანდუმის ოფიციალური ტექსტი ცნობილია - 10 მოთხოვნა, რომელიც უფრო კაპიტულაციის აქტს წააგავს
ცნობილია უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის ოფიციალური მემორანდუმის სრული ტექსტი, რომელიც რუსულმა სახელმწიფო სააგენტოებმა გაავრცელეს.
გთავაზობთ ტექსტის თარგმანს:
„ყირიმის, ლუგანსის სახალხო რესპუბლიკის, დონეცკის სახალხო რესპყბლიკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის შემადგენლობის ყოფნის საერთაშორისო-სამართლებრივი აღიარება
უკრაინის ნეიტრალიტეტის გამოცხადება და უარის თქმა სამხედრო კავშირებში შესვლაზე.
უკრაინაში სხვა სახელმწიფოების სამხედრო საქმიანობის აკრძალვა.
უკრაინის არაბირთვული სტატუსი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის ზედა ზღვარის განსაზღვრა.
რუსეთის მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოხსნა.
რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფა, უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიის საქმიანობაზე შეზღუდვების მოხსნა, ნაციზმი ჰეორიზაციის აკრძალვა.
უკრაინასთან დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობების ეტაპობრივი აღდგენა.
ორმხრივი უარი საომარი მოქმედებების დროს გამოწვეულ ზარალთან დაკავშირებით პრეტენზიებზე.
ადგილმონაცვლე პირებისა და ოჯახების გაერთიანებასთან დაკავშირებული საკითხების ორმხრივი გადაწყვეტა.
ცეცხლის შეწყვეტის 2 ვარიანტი:
ვარიანტი1 :
უკრაინის შეიარაღებული ძალების გაყვანა დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ტერიტორიიდა
ვარიანტი 2:
უკრაინის შეიარაღებული ძალების პერედისლოკაციის აკრძალვა. მობილიზაციის შეჩერება და დემობილიზაციის დაწყება.
მესამე ქვეყნების სამხედრო ყოფნის გამორიცხვა.
კიევისთვის უცხოური სამხედრო დახმარების შეჩერება
კიევის უარის რუსეთის წინააღმდეგ დივერსიებზე.
პოლიტმატიმრებისა და დაკავებული სამოქალაქო პირების ორმხრივი ამნისტია.
უკრაინაში სამხედრო მდგომარეობის გაუქმება.
სამხედრო მდგომარეობის გაუქმებიდან არაუგვიანეს 100 დღისა უკრაინაში არჩევნების ჩატარება", - აღნიშნულია მემორანდუმში.