"არავითარ შემთხვევაში არ მივიღებ. "ფეისბუქზე" დავბლოკე... რომ ვნახე საერთოდ არანაირი ძაფები არ გაევლო ჩვენს შორის" - თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ დედასთან შეხვედრაზე - კვირის პალიტრა

"არავითარ შემთხვევაში არ მივიღებ. "ფეისბუქზე" დავბლოკე... რომ ვნახე საერთოდ არანაირი ძაფები არ გაევლო ჩვენს შორის" - თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ დედასთან შეხვედრაზე

ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ, რომელმაც რამდენიმე წლიანი ძებნის შემდეგ შეძლო ბიოლოგიური მშობლების პოვნა, პოდკასტში: "მარტოობის 15 წუთი", თავის ისტორიაზე ისაუბრა:

"ხშირად ვეკითხები ჩემს თავს, ვაპატიე თუ არა ჩემს გამჩენს ის რაც გააკეთა, რაზეც პასუხი არ მაქვს. ეს არის კითხვა, რომელიც ძალიან მაწვალებს. თავისი ნებით დამტოვა, სხვა შვილი არ ჰყავს... გაშვილებულ ბავშვებს ყველას ურჩევნია, რომ იყვნენ მოპარული, რომ იწყებენ ძიებას: იქნებ მოპარული ვარ? იქნებ დედას ვუნდოდი? ყველას იმედი აქვს, რომ დედას უნდოდა. ჩემთვის პირიქით შვება იყო, რომ გავიგე, რომ ვიყავი ნებით დატოვებული. კიდევ ერთხელ ჩემს თავთანაც დავადასტურე, რომ ჩემ ამყვან მშობლებს ბრალი არ მიუძღვით. ამ უდიდეს ცოდვაში არ აქვთ ფეხი ჩადგმული. ჩემთვის ეს იყო ძალიან დიდი შვება, რადგან ჩემი მშბლები დიდი ხანია გარდაცვლილები არიან და მე ვერასდროს ვერ მივიღებდი მათგან პასუხს, იცოდნენ თუ არა მათ, რომ მე ვიყავი მოპარული ბავშვი. ეს უფრო გამიმართივდა, მაშნ სხვა დრო იყო, უქმროდ ვერ აჩენდი ბავშვს, მშობლებისგან დიდი ზეწოლა იყო და გიწევდა ბავშვის დატოვება. ამის გააზრება უფრო მარტივი იყო ჩემთვის.

არავითარ შემთხვევაში არ მივიღებ. "ფეისბუქზე" დავბლოკე, არ მწერდა, მაგრამ მნახულობდა. ჩემთვის იმდენად ცუდი გასააზრებელი იყო ის, რომ ამ ქალმა მე გამომაგდო და "ფეისბუქზე" ზის და ჩემს პოსტებს ნახულობს, რომ დავბლოკე. რომ ვნახე საერთოდ არანაირი ძაფები არ გაევლო ჩვენს შორის, არაფერი არ შედგა ჩვენს შორის. ზუსტად ვიცი, რომ მასაც იგივე დამოკიდებულება ჰქონდა. ორი უცხო ადამიანი უბრალოდ იჯდა და მე თავს ვიმართლებდი, მიწევდა ბოდიშების ხდა იმაზე, რაც ჩავიდინე. ჩავიდინე ანუ "გავხეთქე" მისი წარსული მის სამეგობროში და თავი მოვჭერი, შევარცხვინე, სახელი გავუფუჭე და ამაზე მიწევდა თავის მართლება.

8 წელი ვიცოდი რა უნდა მეკითხა და ყველა კითხვაზე ყველა პასუხი მქონდა დალაგებული, ვერაფერი ვერ ვკითხე... ჩემი მტავარი კითხვები, რისთვისაც ვწვალობდი დღემდე პასუხგაუცემელია", - ამბობს თამუნა მუსერიძე პოდკასტში.