რუსებმა ხარკოვს დაარტყეს - ქალაქში დიდი ხანძარია - კვირის პალიტრა

რუსებმა ხარკოვს დაარტყეს - ქალაქში დიდი ხანძარია

რუსულმა ძალებმა წუხელ ხარკოვზე კომბინირებული შეტევა განახორციელეს, რამაც ქალაქში მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის თქმით, რუსებმა თავდასხმისთვის გამოიყენებს „შაჰიდის“ ტიპის 9 დრონი და ორი რაკეტა, რომელთა ტიპიც დგინდება.

„ხანძარი სამრეწველო ზონაში ოთხ ლოკაციაზე გაჩნდა. ამ დროისთვის ცნობილია ერთი დაშავებულის შესახებ“, - აღნიშნა მერმა.

მისი თქმით, რუსებმა ხარკოვზე, კერძოდ, ნოვობავარის რაიონზე, ათი დარტყმა განახორციელეს.

"ინტერპრესნიუსი"