საქართველოს 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი - გაერომ აფხაზეთიდან და ცხინვალიდან ლტოლვილებთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო - კვირის პალიტრა

საქართველოს 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი - გაერომ აფხაზეთიდან და ცხინვალიდან ლტოლვილებთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, რეზოლუციას "მხარდამჭერთა უპრეცედენტო რაოდენობა" ჰყავდა - საქართველოს რეზოლუციას 2025 წლის სესიაზე 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.

"დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ სახელმწიფოს, ვინც გახდა ჩვენი ინიციატივის თანაავტორი და მხარი დაუჭირა რეზოლუციას.

განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ელჩს გაერო-ში დავით ბაქრაძეს, ჩემს მოადგილეს - ლაშა დარსალიას და ყველა დიპლომატს, ვინც დაუღალავად იშრომა ამ დიდი მხარდაჭერის მოსაპოვებლად!", - წერს ბოჭორიშვილი.

"ინტერპრესნიუსი"