ვინ არის და სად მუშაობდა გიორგი გვარაკიძე, რომელიც საქართველოს გენპროკურორის მოვალეობას შეასრულებს
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილედ გიორგი გვარაკიძე დაინიშნა, რომელიც ასევე გენერალური პროკურორის მოვალეობას შეასრულებს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს. აღსანიშნავია, რომ გიორგი გვარაკიძე აქამდე თბილისის პროკურორის პოსტს იკავებდა.
შეგახსენებთ, გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინა.
გიორგი გვარაკიძე მანამდე თბილისის პროკურორი იყო. მანამდე ის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო.
გიორგი გვარაკიძე წლების განმავლობაში პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.