თუ წერილი დაწერეთ, მაგრამ ჯერ არ გამოგიგზავნიათ, იჩქარეთ! - „კვირის პალიტრის“ პროექტი „გზავნილი მომავალში“ სრულდება
„კვირის პალიტრის“ უნიკალური პროექტი „გზავნილი მომავალში“ სრულდება. შეგახსენებთ, რომ „პალიტრა მედიას“ 18 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გაზეთის რედაქციამ მიიღო გადაწყვეტილება უპრეცედენტო პროექტის გამეორების შესახებ. ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა შესაძლებლობა, ძვირფასი ადამიანებისთვის, შთამომავლებისთვის ან თუნდაც ქვეყნისთვის მომავალში მიეწერა წერილი. ადრესატი გზავნილს, ავტორის სურვილისამებრ, მიიღებს 2035 ან 2050 წელს.
„კვირის პალიტრის“ 21 აპრილის, 28 აპრილის, 6 მაისისა და 12 მაისის ნომრებში მკითხველს დახვდა ბლანკი და კონვერტი გზავნილისთვის მომავალში. პროექტის გამეორებამ იმხელა დაინტერესება და აჟიოტაჟი გამოიწვია, რომ რედაქციის გადაწყვეტილებით, გაზეთის ყიდვა ონლაინაც იყო შესაძლებელი. წერილის დაწერის შემდეგ, მკითხველს კონვერტი „ბიბლუსის“ მაღაზიებში განთავსებულ ბრენდირებულ ყუთებში უნდა ჩაეგდოთ.
რედაქციაში უკვე ათასობით წერილი შემოვიდა, რომელთა დახარისხება უკვე დაიწყო. ეს ძალიან ამაღელვებელი პროცესია, რადგან ამ ადამიანებმა გვანდეს საკუთარი ფიქრები და ემოციები.
ძალიან დიდ მადლობას ვუხდით თითოეულ მოქალაქეს პროექტში „გზავნილი მომავალში“ მონაწილეობისთვის>
ამასთან, „კვირის პალიტრაში“ შემოსული სატელეფონო ზარებითა თუ შეტყობინებებით ირკვევა, რომ მკითხველთა ნაწილმა წერილი დაწერა, მაგრამ ჯერ არ გამოუგზავნია.
მათი თხოვნის გათვალისწინებით, ბრენდირებული ყუთები „ბიბლუსის“ მაღაზიებში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩება.
ასე რომ, თუ წერილი დაწერეთ, მაგრამ ჯერ არ გამოგიგზავნიათ, იჩქარეთ!
ივნისში წერილები დაილუქება სპეციალურ სკივრში და შესანახად მიებარება ეროვნულ არქივს.
2035 ან 2050 წელს კი თქვენთვის ძვირფასი ადამიანი შეიტყობს, რომ მის სახელზე გზავნილია.