"გუშინ რომ შენი თანამებრძოლი იყო და დღეს "ქართული ოცნების" ნარატივით გელაპარაკება, მაგრად "ტეხავს": ვინც არ უნდა იყოს, უნდა ჩაირეცხოს, ძალიან ცუდად გამოიყურებით" - კვირის პალიტრა

"გუშინ რომ შენი თანამებრძოლი იყო და დღეს "ქართული ოცნების" ნარატივით გელაპარაკება, მაგრად "ტეხავს": ვინც არ უნდა იყოს, უნდა ჩაირეცხოს, ძალიან ცუდად გამოიყურებით"

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ყოფილ თანამოაზრეებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:

"გუშინ რომ შენი თანამებრძოლი იყო და დღეს ქართული ოცნების ნარატივით გელაპარაკება, იგივე პროპაგანდა აქვს, იგივე ტონი, წინადადებების წყობა.

მაგრად "ტეხავს".

მართლა სადაც ვიწროა, იქ უნდა გაწყდეს.

ვინც არ უნდა იყოს, უნდა ჩაირეცხოს.

ყველა , ვისთვისაც მთავარი ბრძოლის ხაზი კი არა, თანამდებობა, კაბინეტი და ხელისუფლებაში ყოფნაა.

ძალიან ცუდად გამოიყურებით, ძალიან!

ცხრაჯერ და 25 ჯერ უფრო ცუდად, ვიდრე წარმომედგინა".