"არ გამორიცხავენ, რომ "ლავასოღლის" ხალხი იყოს, მისი გავლენები აჭარაში არ შესუსტებულა" - რას ჰყვებიან ხელვაჩაურში მოკლულის ახლობლები - კვირის პალიტრა

"არ გამორიცხავენ, რომ "ლავასოღლის" ხალხი იყოს, მისი გავლენები აჭარაში არ შესუსტებულა" - რას ჰყვებიან ხელვაჩაურში მოკლულის ახლობლები

3 ივ­ნისს, ღა­მით ხელ­ვა­ჩა­ურ­ში 32 წლის ბიზ­ნეს­მე­ნი ბესო ბოლ­ქვა­ძე მოკ­ლეს - სო­ფელ ერ­გე­სა და აჭა­რის­წყალს შო­რის მდე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­კუ­თარ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მყო­ფი ბესო ბოლ­ქვა­ძე ავ­ტო­მა­ტი­დან მრა­ვალ­ჯე­რა­დი გას­რო­ლით ჩა­ცხრი­ლეს, მან­ქა­ნა კი მდი­ნა­რე­ში გა­და­აგ­დეს.

"ბა­თუ­მე­ლე­ბის“ მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა, შე­საძ­ლოა, ე.წ. ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს მხრი­დან წი­ლის დათ­მო­ბის მო­თხოვ­ნას და უა­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ ან­გა­რიშს­წო­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­დეს.

ოჯა­ხის ახ­ლობ­ლებ­მა მოკ­ლუ­ლი კა­ცის ცხე­და­რი მან­ქა­ნა­ში 4 ივ­ნი­სის დი­ლით იპო­ვეს – მდი­ნა­რე­ში გა­დაგ­დე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა სა­ვა­რა­უ­დოდ ქვას წა­მო­ე­დო და წყალ­ში ნა­ხევ­რად ჩა­ი­ძი­რა.ბესო ბოლ­ქვა­ძე ხელ­ვა­ჩა­ურ­ში, სო­ფელ ერ­გე­ში ცხოვ­რობ­და და გა­სუ­ლი წლი­დან სო­ფელ აჭა­რის­წყალ­თან, სა­დაც ჰე­სის მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად და­გუ­ბე­ბუ­ლი წყა­ლია, ტუ­რის­ტებ­ზე კა­ტერს აქი­რა­ვებ­და. ღამ­ღა­მო­ბით იგი მდი­ნა­რე ჭო­რო­ხის პი­რას სა­კუ­თარ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ათევ­და ღა­მეს კა­ტე­რი და მის მიერ მო­წყო­ბი­ლი ნავ­სად­გო­მი რომ არა­ვის და­ე­ზი­ა­ნე­ბი­ნა.

შს სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 108-ე და 236-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის, მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ამ დრომ­დე არა­ვინ და­უ­კა­ვე­ბი­ათ.

AMBEBI.GE-ს ბესო ბოლ­ქვა­ძის ახ­ლო­ბე­ლი უდას­ტუ­რებს მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას და­ნა­შა­ულ­ში ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე:"ბე­სოს აჭა­რის­წყალ­ზე ბიზ­ნე­სი ჰქონ­და, ნა­ვებს აქი­რა­ვებ­და ტუ­რის­ტე­ბის­თვის. დღე­და­ღამ შრო­მობ­და, კოხ­ტად მო­ა­წყო ნავ­მი­სად­გო­მი, და­ი­წყო კა­ტე­რის გა­ქი­რა­ვე­ბა, ღა­მე­ებს ათე­ნებ­და, 24/7-ზე მუ­შა­ობ­და ... პა­ტი­ოს­ნად შრო­მობ­და ეს ყოვ­ლად უბო­რო­ტო და უკე­თი­ლე­სი ბიჭი. ვი­ღა­ცას თვალ­ში მო­უ­ვი­და ბე­სოს ბიზ­ნე­სი, მისი წვა­ლე­ბით და შრო­მით მო­პო­ვე­ბულს სთხოვ­დნენ ვი­ღაც ოხერ-ტი­ა­ლე­ბი. და­ახ­ლო­ე­ბით თვე-ნა­ხევ­რის წინ მი­ად­გნენ...

წაიკითხეთ სრულად